ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
12 აგვისტო, 2022


Emily Dickinson - For each ecstatic instant (125)

ემილი დიკინსონი - განცხრომის ყოველ წამისთვის (125)

განცხრომის ყოველ წამისთვის,
უნდა ვზღოთ ტანჯვით, დარდობით,
ექსტაზის შესაბამისი
და ზუსტი თანაფარდობით.

სიამით შეზარხოშების
ერთ საათს შეცვლის ჭირვების
წლები, ნაშოვნი გროშებით
და ცრემლით სავსე სკივრებით.

12 აგვისტო, 2022 წ.


Emily Dickinson - For each ecstatic instant (125)

For each ecstatic instant
We must an anguish pay
In keen and quivering ratio
To the ecstacy.

For each beloved hour
Sharp pittances of years--
Bitter contested farthings--
And Coffers heaped with tears!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები