ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2009


ევა...ევა...ევა...

ვისი ნეკნი ხარ, იქნებ არც გახსოვს,
იქნებ არც იცი, არც ერიდები,
და ადამს, როგორც იმედი სანდო,
თვით პურზე უფრო მეტად სჭირდები.
ეცემა ტალღა ვნებიან სხეულს,
ნაპირთან სიცხით იხრჩობა ქარი,
შენს სხეულს მცირე ქანდაკად ქცეულს,
დაურიდებლად ედება თვალი...
და უნატიფეს ზეცის სილურჯე
ზედ ჰორიზონტთან აკვრია შორეთს,
კაცობრიობა დგას და იშუშებს
ევა, შენ მიერ ჩადენილ ცოდვებს!!

                              ბიჭვინთა 1986წელი

ევა

დღემ მზერა ჟინით გაილამაზა,
მზემ ზღვის ზვირთი რომ გაინაპიროს,
ჰგავხარ მწველ ხვატში დაბმულ ავაზას,
როცა თვალებით მამრზე ნადირობ.

ლავა, ო, არა, უფრო მწველია,
შენი თმების და ტანის ალმური,
მზე თითქოს ზეცის სავარცხელია,
სხივის თოკებით ჩემ წინ დაბმული.

ახლა მე ვიცი ვინ არის ევა,
ბორგვები... ღამე ვნებამიხდილი...
ეს ზღვის მოქცევა და უკუქცევა,
სულში ამოცლილ ნეკნის კივილი...
                                              2002წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები