| ავტორი: თემური57 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 21 აგვისტო, 2022 |
კვლეა, ,,გრაკლიანი გორაზე“ აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერის დეშიფრირებისათვის (პირველი საფეხური)
პირობითად, ორი ანბანური დამწერლობით შესრულებული წარწერა, რომელიც ,,გრაკლიანი გორაზე“ წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა, დაზუსტებული დათარიღებით დადგენილია, რომ განეკუთვნება ძვ.წ. 11-10 საუკუნეებს, რაც უკვე ჩვენს წარმოდგენაში, ანბანურ დამწერლობასთან დაკავშირებით, ბევრ რამეს შეცვლის.
ითვლებოდა, რომ ,,მატრიცა“ ანბანური დამწერლობისა ფინიკიურია, რომელმაც დასაბამი მისცა სხვა ანბანურ დამწერლობებს, მაგრამ ,,გრაკლიანის წარწერამ“ (ასე ვუწოდოთ ამ წარწერას) ნათლად აჩვენა, რომ ის უხნესი თუ არა, ფინიკიურის თანატოლია (ყველაზე უძველესი ფინიკიური წარწერა ძვ.წ. მე-10 საუკუნეს განეკუთვნება), ხოლო დაახლოებით ასი-ასორმოცდაათი წლით უფროსი ბერძნულ დამწერლობაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის უძველეს ცივილიზაციათა შორის, ჩვენ, ქართველები ერთ-ერთი მოწინავენი ვიყავით და ჩვენს გარშემოც ბრუნავდა სამყარო (აღნიშნულ გამონათქვამს ნუ ჩამითვლით ,,ფობიურ“ გამონათქვამად).
ეს მცირე ექსკურსი წარსულში, რადგან ჩვენი ინტერესის საგანი არ გახლავთ სხვა დამწერლობათა ძირეული კვლევა, საჭირო იყო მხოლოდ იმიტომ, რომ წარმოგვეჩინა ,,გრაკლიანის წარწერის“ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა.
ხოლო, ახლა, რაც შეეხება თვითონ ამ უძველეს წარწერას (საკურთხევლის ქვემოთ, პირველი წარწერა), ჩემი გაოცება გამოიწვია ზოგიერთი მკვლევარის მისდამი არათანაზომიერმა დამოკიდებულებამ. ერთნი თვლიან, რომ იგი არამეულის მსგავსია, სხვანი მას ბერძნულს ადარებენ და ა.შ. და არავინ ეწინააღმდეგება ამ გამონათქვამებში დაშვებულ უზუსტობებს.
როგორ შეიძლება გვიან შობილი ბავშვი, ადრე შობილის წინაპარი იყოს? ... რა არამეული, ბერძნული ან ლათინური? ქართული წარწერა მათზე უხნესია და მისგან წარმოიშვა სხვა დამწერლობები. ისინი ჰგავან ჩვენს უძველეს დამწერლობას.
ჩვენი კვლევის კონცეფციაც (აღნიშნულ საკითხს ერთად ვიკვლევთ მე და ჩემი შვილი), სწორედ ამ მთავარ მოსაზრებას დაეფუძნა და ალგორითმიც შესაბამისი შედგა.
,,გრაკლიანის წარწერაში“ მოცემული ასოების მოძიება დავიწყეთ სხვა, უფრო გვიან შექმნილ დამწერლობებში. აღმოჩნდა, რომ ჩვენი აზრით, ამ ასოებს შეესაბამებიან ქართული ასომთავრული, ფინიკიური და ა.შ. ანბანური ნიშნები.
აღნიშნული მოსაზრება მართლაც გაამყარა ასეთმა შედარებებმა. ,,გრაკლიანის წარწერის“ პირველი ასო მივამსგავსეთ ქართული ასომთავრულის ,,ქ“ ასო-ნიშანს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარის აზრით ის არის თანამედროვე ,,ჯ“ ასო.
ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მათ თავისი მიმართულება გააჩნიათ და ჩვენ კი ჩვენი. დრო განსჯის ჩვენს შორის მართალს. ამიტომ არც აქ და არც ქვემოთ, ჩვენ არ დავიწყებთ მათ კრიტიკას და საწინააღმდეგოს მტკიცებას, მითუმეტეს, რომ ჩვენ პრეტენზია სრულიად არ გაგვაჩნია რაიმე მეცნიერულ რეგალიაზე, რაც კვლევისას მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს მკვლევარისთვის, მაგრამ არა გადამწყვეტს. ანბანურ ხელნაწერთა და უძველეს წარწერათა გარკვეული რაოდენობის გაშიფვრა, სწორედ არასპეციალისტებზე და შემთხვევითობაზე მოდის.
ვიდრე თხრობას განვაგრძობთ, აუცილებლად მიგვაჩნია იმის აღნიშვნა, რომ ,,გრაკლიანის წარწერის“ ფოტოასლები კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ კარგით, ერთიხელისგაწვდენაზე გვაქვს ამის შესაძლებლობა, რამდენიმე ათეული კილომეტრის დაფარვა ან ასეულისა მოგვიწევს და ,,ნატურალურად ვიხილავთ“ ამ წარწერებს, თანაც გზიდან სრულიად ახლოს განთავსებულ აგორაკზე, მაგრამ რა ქნან იმ მეცნიერებმა, რომლებიც ,,ჩრდილოეთ პოლუსზე“ ცხოვრობენ ან თავდაყირა დგანან მოპირდაპირეზე და ამ წარწერებს იკვლევენ?
არცერთი ფოტო არ არის გადაღებული შესაფერისი რაკურსით. აღარაფერს ვამბობთ სრულ ზომაზე (ფორმატზე). გვხვდება ყველანაირი, მაგრამ, რომ რომელიმე ფოტოგრაფი მუხლებზე მაინც დამდგარიყო და წარწერა ერთი, პირდაპირი რაკურსით (სიბრტყით) გადაეღო, არა! ანდაც წამოწოლილიყო და თეთრი პერანგის დასვრას არ მორიდებოდა ... ღმერთმა გვაცილოს! ეს წარწერები ხვალ რომ დაზიანდეს, კარგი ფოტო ნატვრალური ზომისა და მაღალი ხარისხისა, ხომ უნდა შემოვუნახოთ მომავალ თაობებს? ამას ისიც ემატება, რომ ..გრაკლიანის წარწერის“ გრაფიკული გამოსახულებაც უზუსტობებს შეიცავს. ერთ-ერთში ასეთიც კი ვნახეთ, წარწერის დასაწყისის ქვის კუთხე, ,,კირილიცის ანბანის“ ,,გ“ ასოდ მიიჩნიეს. აგრეთვე საერთოდ ამოღებულია ე.წ. მზის სიმბოლოს ნიშანი (მას ქვემოთ დავუბრუნდებით) და მიჩნეულია რაღაც ასო-ნიშნად. ერთი სიტყვით, რამდენი თვალიცაა, იმდენია გამოსახულებაც.
წარწერის მეორე და მესამე ასო-ნიშანი ჩვენი აზრით არის თანამედროვე ,,ა“ და ,,ი“. ეს ნიშნები (ასოები) ისეა დაწერილი (გამოკვეთილი), რომ რომელიღაც ასოს ერთიან იმიტაციას ქმნიან. თითქოს თანამედროვე ,,ყ“ ასოსას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არამარტო ძველ ქართულ, ფინიკიურ და ა.შ. დამწერლობებში გვხვდებოდა წერისათვის დამახასიათებელი ე.წ. ლიგატურა, ანუ წინა ასოს გვერდი, ფეხი ან სხვა ნაწილი გამოიყენებოდა მომდევნო ასოს ფეხად, გვერდად და ა.შ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ თანამედროვე ,,ყ“-ს მაგვარი ნიშანი არის ასო ,,ა“-სა და ასო ,,ის“-ს ლიგატურა. თანაც იყო ასეთი წერის ე.წ. სტილიც, ერთი ასო, მეორის თავზეც იწერებოდა. მაშასადამე, წარწერის პირველი სამი ასოა ,, ქ,“, ,, ა“ და ,,ი“ - ,,ქაი“. თუმცა ასო ,,ა“ ამ შემთხვევაში თანამედროვე ,,ა“-ს ვიზუალურად მსგავსია, მაშინ, როცა ასომთავრულში ის შებრუნებული სახით იწერება.
ამას თავისი ახსნა გააჩნია. ვფიქრობთ, რომ ასო ,,ა“ გრაკლიანის წარწერაში იმ გამოსახულებით გვხვდებოდა, როგორითაც ის თანამედროვე ქართულში გვხვდება. წლების, საუკუნეების მანძილზე გადამწერები ხშირად უშვებდნენ შეცდომებს და არა მხოლოდ ასოებს უცვლიდნენ მდგომარეობას, მათ რაღაც-რაღაცეებს ამატებდნენ კიდეც. ძვ.წ. მე-10 საუკუნის დასაწყისიდან, ვიდრე ამავე წელთაღრიცხვის მესამე საუკუნემდე, როცა შეიქმნა ასომთავრული დამწეროლა (ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით ძვ.წ. მე-5 საუკუნე), ასო ,,ა“ თანამედროვე სახით იწერებოდა, ხოლო შემდეგ ის ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სიმეტრიულად აისახა.
ის, რომ ასომთავრული ანბანი ,,ინახავს“ ,,გრაკლიანის წარწერის“ საიდუმლოს ამოხსნის გასაღებს, ესეც, ჩვენ არ გვეჩვენება რაღაც დიდ სასწაულად. ამ დამწერლობათა შორის სხვაობა სულ რაღაც შვიდასი-ხუთასი წელია. ეს კი არც ისე დიდი დროა იმისათვის, რომ ერთის ზეგავლენა მეორეში სრულიად გამქრალიყო და მათ შორის კავშირი, ანდაც ასო-ნიშანთა მსგავსება ვერ დადგენილიყო. ასევეა სხვა დამწერლობებთან მიმართებითაც, რომელთა მიხედვითაც ჩვენ რამდენიმე ასო დავადგინეთ.
მეოთხე ასო ჩვენი თვალთახედვით არის თანამედროვე ,,მ“. მეხუთე ისევ ,,ი“ და მეექვსე ,,ნ“. ამრიგად, მზის სიმბოლომდე მოცემული ასოთა წყობა შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც ,,ქაიმინ“.
ჩვენ არ ვიცით, იმ ეპოქაში რას ნიშნავდა აღნიშნული სიტყვა. შესაძლებელია ის დაკავშირებული იყო ,,დაბადებაში“ გადმოცემულ, წარღვნისშემდგომდროინდელ კაცობრიობის განსახლებისა და ამა თუ იმ ერის წარმომავლობის პროცესებთან. ქამსა (ქაიმინ) და მის შთამომავლობასთან.
როგორც მოგეხსენებათ, პირველი ბიბლიური ჩანაწერები განეკუთვნება ძვ.წ. XVII – XVI საუკუნეებს და სრულიად შესაძლებელია, რომ ეს სწავლება ჩვენი წინაპრებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მითუმეტეს, რომ ნოე და მისი შვილები არარატის მთიდან (სპარსელების სახელმწიფო) სწორედ იმ მიმართულებით წავიდნენ, სადაც ხარობდა ვაზი, რომლისგანაც ნოემ ღვინო დაწურა და დააგემოვნა კიდეც ... ვაზი სად ხარობდა? არარატის მთიდან სულ რაღაც ორას-სამას კილომეტრში, ჩრდილოეთით, სანამდეც მისვლა ნოესა და მის შთამომავლებს სულაც არ გაუჭირდებოდათ. ისინი ხომ შემდგომ მთელს ,,ძველ კონტინენტზე“ განსახლდნენ?
სიტყვა ,,ქაიმინ“ - ის შემდეგ ,,გრაკლიანის წარწერაში“ გამოსახულია, ჩვენი აზრით მზის სიმბოლო (წრეწირის არასრული ფორმა), ზემოთ (კეფაზე) დატანილი თითებისმაგვარი ანაბეჭდებით, რომლებიც წააგავს სხივებს.
სავარაუდოდ ან მზეს უწოდებდნენ ჩვენი წინაპრები ქაიმინს ან ეს იყო სიტყვა, რომლეიც წარმოადგენდა ერთგვარ სადიდებელ მიმართვას ღვთაება მზისადმი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცოტათი უფრო ადრე (XIII – XII ს.ს. ძვ.წ.), ბერძნები იმყოფებოდნენ კოლხეთში და ,,ოქროს საწმისი“ მზის ძეს - აიეტს წარსტაცეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენი წინაპრები ღვთაება მზეს ნამდვილად სცემდნენ თაყვანს. ხოლო ,,გრაკლიანი გორა“, სადაც ქართველური ტომები ცხოვრობდნენ, პირდაპირ ებჯინებოდა ძველი კოლხეთის სამეფოს და შესაძლებელია მის შემადგენლობაშიც შედიოდა.
ეს გახლავთ ჩვენი კვლევის შედეგების პირველი საფეხური. კვლევას ვაგრძელებთ. შეიძლება მომდევნო დასკვნებმა რაღაც შეხედულება შეგვაცვლევინოს, ან გაგვაღრმავებინოს, მაგრამ ფაქტი ერთია. ამ წარწერის აღმოჩენაში ზეციური ხელი ნაღდად ურევია, რადგან ღვთისმშობლის წილნაყარმა ქვეყანამ, თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს, უფრო სწორად აღიდგინოს, კაცობრიობის ისტორიაში.
,,გრაკლიანის წარწერა“ საქართველოს შუაგულში აღმოჩნდა. არც დასავლეთ საზღვართან ან აღმოსავლეთით, თუნდაც ჩრდილოეთით, ანდაც სამხრეთით, შუაგულ საქართველოში, რითაც სრულიად გამოირიცხა პრედენდენტთა ინტერესები - ,,წარწერა საზღვრისპირა რეგიონში აღმოჩნდა და შეიძლება ის ჩვენიც იყოსო“! ... არა! აგრე არ იმართება შემოქმედის მიერ შექმნილი სამყარო! - - - - - - - - - - - - - - - - შენიშვნა: კვლევაში გამოყენებულ ანბანურ დამწერლობებს და ცხრილებს აქ ვერ ვაქვეყნებთ, არსებული ფორმატის გამო, ამიტომაც დავნომრეთ ასოები რიგის მიხედვით. სრული კვლევა კარგად გვაქვს გაწანწჯლული.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხა, პირველ რიგში მადლობა კომენტარისთვის, მართლაც საინტერესო თემაა, რაც უფრო ,,სიღრმეში" ჩადიხარ, მით მეტია კითხვები. ახლა, მალე გამოვაქვეყნებ კვლევის მეორე საფეხურს, სადაც სხვაგვარად წავიკითეთ ასო-ნიშნები, რადგან მათ სხვადასხვა დამწერლობებში სხვადასხვა ბგერა შეესაბამებათ. რა არის იცით? სამწუხაროდ ძვ.წ. მეორე ათასწლეულიდან, ვიდრე ძვ.წ. მეშვიდე საუკუნემდე, საქართველოს ისტორიაში ერთი დიდი შავი ლაქაა. სანამ გავეცნობოდი ასე დაწვრილებით ამ პერიოდს, მეგონა, რომ ყველაფერი შესწავლილი იყო, მაგრამ ... მხოლოდ ერთია ნათელი, ჩვენ ამ ტერიტორიაზე არსაიდან მოვსულვართ და მუდმივად აქ ვცხოვრობდით, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი თავს სხვაგავარად ,,იგიჟებს" და საწინააღმდეგოს ამტკიცებს. საბჭოური პერიოდის ცოდნას ვერ გასცდნენ. არადა, თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველების (კავკასიელების) გენები აქვთ ევროპელებს. თეთრი რასაც ასე იწოდება - კავკასიური რასა. გაიხარე!
მუხა, პირველ რიგში მადლობა კომენტარისთვის, მართლაც საინტერესო თემაა, რაც უფრო ,,სიღრმეში" ჩადიხარ, მით მეტია კითხვები. ახლა, მალე გამოვაქვეყნებ კვლევის მეორე საფეხურს, სადაც სხვაგვარად წავიკითეთ ასო-ნიშნები, რადგან მათ სხვადასხვა დამწერლობებში სხვადასხვა ბგერა შეესაბამებათ. რა არის იცით? სამწუხაროდ ძვ.წ. მეორე ათასწლეულიდან, ვიდრე ძვ.წ. მეშვიდე საუკუნემდე, საქართველოს ისტორიაში ერთი დიდი შავი ლაქაა. სანამ გავეცნობოდი ასე დაწვრილებით ამ პერიოდს, მეგონა, რომ ყველაფერი შესწავლილი იყო, მაგრამ ... მხოლოდ ერთია ნათელი, ჩვენ ამ ტერიტორიაზე არსაიდან მოვსულვართ და მუდმივად აქ ვცხოვრობდით, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი თავს სხვაგავარად ,,იგიჟებს" და საწინააღმდეგოს ამტკიცებს. საბჭოური პერიოდის ცოდნას ვერ გასცდნენ. არადა, თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველების (კავკასიელების) გენები აქვთ ევროპელებს. თეთრი რასაც ასე იწოდება - კავკასიური რასა. გაიხარე!
1. ძალიან საინტერესო თემას შეეხე ბატონო თემურ, გთხოვთ უფრო ვრცლად ძალიან საინტერესო თემას შეეხე ბატონო თემურ, გთხოვთ უფრო ვრცლად
|
|
მონაცემები არ არის |
|
|