ავტორი: დათო ქარჩავა ჟანრი: პოეზია 3 ოქტომბერი, 2022
უდროო
უდროო
ვეღარ ვწერ ლექსებს,ვერ გიყვები როგორ არიან, სადღაც ყეფს ძაღლი, კოჭლი ძაღლი-ძაღლი მურია. ქარები დამაქვს,დამაქვს წვიმა,სხვისი ნერვები, სხვისი ნერვები დამაქვს გულით და ხელისგულებს ვამხელ მთებს იქით,ხიდებს იქით-მეთევზეებთან.
ლიმნის ბაღებში გარდაცვლილა,იყო გულღია- და იყო სეტყვა,იყო ომი,-იყო სოხუმი, და იდგა ბავშვი ხუჭუჭა და დედით ობოლი და იდგა ბავშვი,-საქართველო,თვითონ მოხუცი.