ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
8 დეკემბერი, 2022


უსათაურო (ეტიუდი)

კვლავ ვფიხზლობ მარტო და უჟანგავია ფანჯრებს მიღმა ღამე, დადუღებული მიწის ქერქზედ.
მსგავსად ღამისა არც ფერუმარილით შეზავებულან ფიქრნი ჩემნი წარსულთან ნამყნობი.
მესმის ძახილი, უპარტიო პარტიით თამაშის და დაფაზე ფიგურათა ჩუმი კვნესა, გნიასი.
მინას მიდებულ ტუჩებს აჰკვრიათ სუსხის ცვარი და ვით ცხვარი მორჩილი მორჩილებს ღამეს ნაბდიანს!
თვალებს?
თვალებს ჩხვლეტენ ღამის გუშაგნი შემონახული მზის სხივებით და ცდიან...
ცდიან ათას გზის ლიბიდო აკრულ მომავლის ხედვებს...
ვერაფერს ხედავს თუ ეს ყველაფერი  ერთი დიდი დაუსრულებელი ძილის ნაყოფია - პირმშო.
და ამ პირმშოს ხმა აქვს ადამის, გონი ევას და ხედვა გველის...
იცის ვინმემ რა გველის?!
მოსისინეა, სიზმრის კედლები ცხადსა და მიღმიერს შორის, არც რა იცი მიღმის კარნახის.
ჰკარგავ გულს, შფოთავს ტვინი და ემსგავსები კეთროვანს.
დღეა დღეს კეთროვანფერის.
ის თეთრი თალხი სამოსით შეუმოსავთ: ის არც თოვლია და მით უფრო მშვიდობის მაუწყებელი. თეთრი ავადაა, ფერი აქვს სისხლის...
მალე მოფრინდება სულის მტრედი, მაგრამ მხოლოდ ერთხელ, ერთხელ მოჰყვა მას სიწმინდე უფლის!

გიგო რიონელი
21 მარტი 2021 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები