 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 11 დეკემბერი, 2022 |
იმ დღეს თოფი არავის უსვრია... თლილი ჭიქები ივსებოდა დალოცვილი სითხით, როგორც დღემდე ყოველი დღე მზისა და ღამე მთვარის ნელთბილი ნიავით თუ ქარიშხლით, გონის საჭურჭლე. იქნებ რამდენმა გულით შესვა, რამდენმა დაღვარა ჩუმად და რამდენმა იკითხა სახელი იმ დღეს... ჩვილმა იტირა, დედამ იცინა, ექიმმაც იტირა, მამამ?! არ იცის!... დღე დღეს, გზა ზღვას, ზღვას ნაპირი და ბევრი ღამე მარტო ზღვასთან და გონიდან წამონაქროლი მრავალი კითხვა და მათში ბევრი რისხვა... პასუხები - ნაპირის ქვიშის მსგავსად გადარეცხილი! ულოცავენ, ულოცავენ, იხდის მადლობებს და იქვე სავარძელში მჯდომს მისივე სურათი უმზერს პროფილიდან, სადაც ის თვალები შერჩენია ფიქრის, როცა უფრო მეტი იყო, ვიდრე ახლა სავარძელში დაყრილი, მძიმე ძვლებზე დამყნობილი, მისივე მზერა! ხელებში წლები დალაგებულან, მუხლებზე მტვრიანი ციფრები, თავზე თმების სიხშირეში ზამთრის გრილიანდები, ბეჭებზე კი კვლავ ორი ანგელოზი. ტატამზე გამოსულს ცხოვრება შემოხვდა და მხოლოდ ერთხელ იტირა დასაწყისში! როდის იტირებს მეორედ? აქ კი მიხვდა: მაშინ, როცა მამა იტირებს! გადარეცხილი ნაპირი და შერჩენილი სისუფთავე - ეგ უნდა იყო ადამიანო, დაბადებიდან დაბადებამდე!
10 აგვისტო 2021 წელი დაბადებიდან ზუსტად 42 წელი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. პოეტი-ფილოსოფოსი. პოეტი-ფილოსოფოსი.
2. "ხელებში წლები დალაგებულან, მუხლებზე მტვრიანი ციფრები, თავზე თმების სიხშირეში ზამთრის გრილიანდები,"
საოცრად წერ,გიგო. მიხარია,ხოლმე , რომ ვნახავ,ხოლმე. "ხელებში წლები დალაგებულან, მუხლებზე მტვრიანი ციფრები, თავზე თმების სიხშირეში ზამთრის გრილიანდები,"
საოცრად წერ,გიგო. მიხარია,ხოლმე , რომ ვნახავ,ხოლმე.
1. კარგი და სევდიანი. კარგი და სევდიანი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|