ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
2 დეკემბერი, 2022


შემოხმიანება იმიერიდან (ეტიუდი)


რას არ იქმს ადამი,
ტანს შეიმოსავს ნაბადით.

"მე" წავსულვარ, ვერ მივხვდი.
თეთრ ბუნებას ვიქმენ თანაზიარი.
არც ვინმე შემომხვდა და არც ვინმეს შევხდი.
გზა იყო ათას წლიანი, ნაცხოვრი მცირე დღიანი.
სად აღმოვჩნდი?
თითქოს კვარცხლბეკზე, სწორედ მსგავსის რაც დაუდგამთ დედამიწაზე ჩემი სიმაღლის.

ვერ ვიგუე სიმაღლე მცირე და ხმად ვიქეც სინანულის, ვიწყე გალობა.
გამიკვირდა ცოდნა ყოველის, სტრიქონიც კი არ წამიკითხავს  სიცოცოხლეში სვეტიცხოველის!

და რას ვხედავ?!... 
ცრემლი არ სდით სამართლიანი,  ქალი არცა ჩანს...
მე მარტო ვარ, მიწას შერჩენილი ფესვის ნაწილი.
ვხედავ მგლოვიარე მთვლემარე  ყვავილს,
ვით ნაზი ნოტი რექვიემის პარტიტურიდან!....

პიანოა დახურულ კარს მიღმა,
სხვათა სულები წუხან, ჩემ სხეულს...

სილა გააწნეს; გამოფხიზლდითო შეჰკადრეს შვილებს,
გულზე აფენენ ნაადრევ იებს!
არცა სიკვდილი ყოფილა მძიმე, სანახობაა მეტადრე მღვრიე!

ვის ტკივა სული?
მხოლოდ ვაჟკაცებს.
სხვები მარცვლავენ გავლილ ჟამობას და იძახიან: იყო ნათელი!
ან ვის რა ახსოვს კარს მიღმა დრო, როცა გაღმა  კარს ღიად ტოვებენ.

მე მიცხოვრია თარიღებს შორის, თურმე მათ შორის განისვენებს უძრავი მძორი!
სულია სულთქმა, გულია სხვისი!... დავყურებ გვამს და უსხეულობა მწვავს!
რა შორია ფიქრები თქვენზე და მფარველობა ძალიან ახლოს!
დებიუტია გარდაცვალება დ პრემიერა მხოლოდ სახელი!


გიგო რიონელი
8 ნოემბერი 2021 წელო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები