 | ავტორი: კი-პრი ჟანრი: პროზა 9 ოქტომბერი, 2022 |
ნაწილი 1 ნოემბრის ბოლოს ისე აცივდა, როგორც არასდროს ამ დროს აფხაზეთში. ძმათა სისხლის ღვრას ვერ ეგუებოდა ზღვა, რომლის ხმა მებრძოლებამდე აღწევდა. ქართული ლეგიონი პარტიზანულ ბრძოლებზე იყო გადასული და მედგარ წინააღმდეგობას უწევდა რუსებს. არავინ იცოდა რა უნდოდათ მათ იმ მიწაზე, სადაც ქართველი და აფხაზი გოგო-ბიჭები ლაღად დააბიჯებდნენ და გასაყოფი არაფერი ქონდათ. -ბაჩუკი, ბაჩუკი, ნეფარიძე, შენ გეძახი - მხარში ხელი დაავლო მებრძოლს მეგობარმა და თითქმის დაძრული მანქანის ძარაზე შეაგდო - გამოფხიზლდი ბიჭო, თავის მოკვლით ომს ვერ მოვიგებთ. გავეცალოთ აქაურობას. გამურული, სახე გაწითლებული ოცამდე ბიჭი აღმუვლებული მანქანის ძარაზე იწვა და ლოცულობდა მშვიდობით გაერიდებინა თავი ბომბების ქარცეცხლიდან. -შენ თავს არ გავხარ დღეს, რა გჭირს? - ისევ შეეხმიანა ბაჩუკის მეგობარი, რომელსაც მხარზე ტყვია მოხვედროდა და მაისურიდან შემოხეული ჭუჭყიანი ნაჭრით ცდილობდა სისხლის შეჩერებას. ეს ტყვია ბაჩუკისთვის იყო განკუთვნილი და რიგით გიგაურს ზუსტად მაშინ მოხვდა, როცა მეგობრისკენ გარბოდა. -მალე მივალთ ჩვენებთან და კარგად დაგიმუშავებენ ჭრილობას, საშიში არაფერია - მეგობრის კითხვა თითქოს არ გაუგონია, ისე გადაუჭირა სახვევი დაჭრილს ბიჭმა და თვალი სივრცეს გაუშტერა. გიგაურს უცნაურად ეჩვენებოდა მეგობრის საქციელი. ის არ გავდა იმ ბაჩუკის, რომელიც ჯარისკაცების სული და გული იყო. - არ იტყვი რა გჭირს ბიჭო? - არ ეშვებოდა ჯარისკაც ნეფარიძეს მეგობარი. - გუშინ წერილი მომივიდა, შვილს ველოდები, მე კი შეიძლება ვერასდროს ვნახო - ჩაიბურდღუნა ნეფარიძემ და თავი ჩაღუნა. მისი ხმა ყუმბარის აფეთქებამ დაფარა. -რაო? მამა ხდები? ამას მალავდი მერე? - გიგაურის ბუბუნა ხმამ ძარაზე მყოფ მკვნესავ მებრძოლებს გადაუარა. - ბიჭებო! ჩვენი ნეფარიძე მამა ხდება! აფეთქებების ხმაურსა და ბოლში მიმავალი სატვირთო მანქანის ძარაზე ისეთი ხმაური და ყიჟინა ისმოდა, კაბინიდან შეშინებულმა მძღოლმა გამოყო თავი. ვერაფერი გააგონა მებრძოლებს და ხელჩაქნეული თავის საქმეს მიუბრუნდა. ის დღე მწარედ ახსოვდა ბაჩუკის, როცა ომში გაწვევის ცნობა მოუვიდა. მამამისმა ნამგალი ძირს დააგდო და ბელტზე ჩამოჯდა. დედა ხმის ამოუღებლად გავიდა ჭიშკრიდან და სოფლის მთავარ გზას დაადგა. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოდიოდა. „მოკლავენ. მოკლავენ“ ჩურჩულობდა და ომში ჯერ წაუსვლელ შვილს გლოვობდა. რუსული წარმოების ყავისფერმა „კამაზმა“ ოჩამჩირეს შეაფარა თავი. გაშავებული და გადამწვარი სახლების ფანჯრები ხახადაფჩენილი ჯოჯოხეთივით გამოიყურებოდა, თითქოს სადაცაა ბიჭებს ჩაყლაპვას უპირებდა. ვიღას ახსოვდა ომის ქარცეცხლი ან ჭრილობის ტკივილი, ბაჩუკის ჯერ არ დაბადებული ბავშვი სინათლის გამოჩენა იყო გვირაბის ბოლოს. ხახადაფჩენილი სახლის სარდაფის კარი გაიღო და სინათლემ გამოაჭყიტა. -აქეთ, აქეთ - გაისმა ცხრამეტი-ოცი წლის გოგონას ხმა. მებრძოლები ერთმანეთის მიყოლებით შეილალენ ოთახში. -დაჭრილები მარჯვნივ. მშივრები აქეთ, მაგიდასთან. ცოტა დაისვენეთ და მივდივართ - გოგონას ხმა ბრძანებასავით ისმოდა და მას ყველა ემორჩილებოდა. -ეს ვინ არის? - გადაულაპარაკა ბაჩუკიმ ავთო გიგაურს. -პირველად ვხედავ - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. გვერდულად აათვალიერა გოგონა და დაჭრილებისთვის განკუთვნილი ოთახისკენ აიღო გეზი. ბაჩუკის არც ჭამის სურვილი ქონდა და არც არყისგან გამხიარულებული მეგობრების ყურების. ბრძოლის ქარცეცხლგამოვლილს, ხორცის დანახვა გულს ურევდა. მის თვალწინ თავგახეთქილი, ფეხმოგლეჯილი და გულ-მკერდ განგრეული მებრძოლების კადრებმა გაირბინა. გარეთ გამოვარდა და ხესთან ჩაიჩოქა. სოფლის სკოლის ფრიადოსანი მოსწავლე ბაჩუკი ნეფარიძე სკოლის ბოლო წელს მაღაროში წავიდა სამუშაოდ. მასწავლებლებმა ხელი ჩაიქნიეს, დავკარგეთ სოფლის მომავალი იმედიო. დედამ ვაი-ვიში ატეხა „იმისთვის გყვებოდი თან, რომ მაღაროში გაგევსო ფილტვები მარგანეცითო?“’ თავზე თეთრი თავსაფარი წაიკრა და ქათმები დააწიოკა. მამამ ნაჯახი ხის გადანაჭრელზე დაკრა და სიტყვა არ დაუძრავს. ის კი არ იცოდნენ, რომ მთელი წელი იმ პირობის შესასრულებლად უნდა ემუშავა, რომელიც ათი წლის წინ კიკინებიან, თეთრ წინსაფრიან გოგონას მისცა. ბაჩუკის ხაკისფერი შარვალი და თეთრი გახამებული პერანგი ტანზე უჭერდა. ექვსი წლის ბიჭს სკოლის მერხზე ჯდომას, ეზოში, ფეხბურთის თამაში ერჩივნა. ცქმუტავდა, მასწავლებლის ერთი სიტყვაც არ ესმოდა. საკლასო ოთახის კარები გაიღო და კიკინებიანი გოგონა შემოვიდა. ბაჩუკისკენ დაიძრა და გვერდით მიუჯდა. ჩანთიდან წიგნები ამოალაგა. რომელიღაც ფერადი ჟურნალიდან ამოჭრილი სურათიც ამოაძვრინა და მაგიდის კიდეზე მიაყუდა. -ეს რა არის? - კითხა ბიჭმა, რომელიც ინტერესით ადევნებდა თვალს გოგონას. -ეს აფხაზეთია - მშვიდად უპასუხა გვერდით მჯდომმა. -აფხაზეთი? იქ რა გინდა? -იქ ზღვაა, დიდი რომ გავიზრდები წავალ - თავდაჯერებით უპასუხა გოგონამ. - მე წაგიყვან - შეპირდა ბიჭი და ათი წლის შემდეგ ზუსტად ამ დანაპირების შესასრულებლად შედიოდა მაღაროში. ბაჩუკის ტუჩებზე ღიმილი დათამაშებდა. ტოტებში ჩამჯდარს ზურგი ხის ტანზე მიეყუდებინა და ტკბილ ფიქრებში გადასულიყო. ცაზე გარიჟრაჟი შეიმჩნეოდა. სადღაც შორიდან ზღვის ტალღების ხმა ისმოდა. სარდაფის კარები გაიღო და ერთმანეთის მიყოლებით კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები ამოლაგდნენ. -ნეფარიძე - გრგვინვასავით გაისმა პოლკოვნიკ ასათიანის ხმა. -აქ ვარ. - ფეხზე წამოდგა ბაჩუკი და პოლკოვნიკისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა. -სასწრაფოდ ჯავშანტრანსპორტიორში ჩადი და ბიჭებს წინ გაუძეხი. ტაშირისკენ მიდიხართ. ზღვიდან ოთხი გემი მოადგა ნაპირს და დესანტი გადმოსხა. პირველი ოცეული შენ გემორჩილება. გამოფხიზლდი... ბაჩუკიმ შესისხლხორცებულ ავტომატს ხელი დაავლო. ხელყუმბარის ასხმა მხარზე გადაიკიდა და ტრანსპორტისკენ გაიქცა. სოფელ ტაშირამდე სიმშვიდე იყო. სადღაც შორიდან ზღვის ხმა ისმოდა. მოწინააღმდეგეები ჯერ არსად ჩანდნენ. ბაჩუკი ჩასაფრებას ელოდა და არც შემცდარა. ჯავშანტრანსპორტიორის სახურავიდან თავი ოდნავ ამოწია. ზედმეტი სიმშვიდე არ მოეწონა, ამაში იყო რაღაც არაბუნებრივი. -ბიჭებო, მოემზადეთ - დაიყვირა ხმამაღლა და პირველმა თვითონ გაისროლა. თითქოს ამას ელოდნენო, ოთხივე მხრიდან ცეცხლის წვიმა წამოვიდა. ბაჩუკიმ ისიც არ იცოდა რამდენი ადამიანი იყო მის წინააღმდეგ, მაგრამ ერთი მხარე განსაკუთრებით აქტიურობდა. ბიჭმა მიზანში ფოთლებში ჩაფლული ხის ტანი ამოიღო და ცეცხლი გახსნა. არც შემცდარა, ტყვიების წვიმა შეწყდა და ერთი წამით ყველაფერი შეჩერდა. ეს სიჩუმე საკმარისი იყო მებრძოლებისთვის. ტრანსპორტიდან გადახტნენ და გზის ნაპირებს შეესივნენ. ბრძოლა სულ რამდენიმე წუთის გაგრძელდა. ავტომატების ხმას აქეთ-იქიდან ბიჭების შეძახილები ერეოდა. -ბაჩუკი ამ ყაზილარებს რა ვუქნა? - შეეხმიანა გამურული მებრძოლი ნეფარიძეს და გზაზე გამოყვანილ ტყვე ჯარისკაცებზე ანიშნა. -საბუთები შეუმოწმეთ. იარაღი აყარეთ. შეკარით. სადაცაა სატვირთო წამოგვეწევა და იმით გავამგზავროთ - უპასუხა და თვალით დანარჩენი მებრძოლები მოათვალიერა. - ვინმე გვაკლია? -არა უფროსო. ყველა აქ ვართ - გაეპასუხნენ აქა-იქიდან. -ბიჭებო, ეს არც რუსია და არც აფხაზი, ჩეჩენია - შეეხმიანა დანარჩენებს ის რიგითი, რომელიც ტყვეს თავზე დატრიალებდა, ნივთებისგან ათავისუფლებდა და კონდახს გამალებით ურტყამდა. -შეეშვი, დაანებე თავი - ტყვესა და ჯარისკაცს შორის ჩადგა ბაჩუკი. -რას შევეშვა, აქვე გავასხმევინებ ტვინს - ავტომატი მიუშვირა რიგითმა ტყვეს და სასროლად მოემზადა - რა უნდა აფხაზეთში? თავის ჩეჩნეთში ცოტა აქვთ არეული, აქ რომ არ დაიწყონ დალაგება? -შეეშვი-თქო გეუბნები - ხელი კრა ბაჩუკიმ გამწარებულ მებრძოლს. - აგერ მოვიდნენ ბიჭები და გაატანე მაგათ. ჩვენ წინ ვაგრძელებთ გზას. ბაჩუკიმ ტყვე იქვე დატოვა და მოახლოვებულ სატვირთოს ხელის აწევით მიესალმა. -პოლკოვნიკო რამე ახალია? -ცუდი ამბებია. ძალიან ცუდი. ოთხი გემიდან 500 კაციანი დესანტი გადმოსხეს. დუშეთისა და „შავნაბადას“ ბატალიონი თითქმის განადგურებულია. არ ელოდნენ და მძინარეები ამოწყვიტეს. ბრძოლის ხაზმა აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლა. ისინი შეეცდებიან აფხაზებს დაეხმარონ სოხუმის აღებაში. ჩვენ ალყა უნდა გავარღვიოთ და უკან დავაბრუნოთ ფრონტის ხაზი. ტყვეები ოჩამჩირეში გაგზავნეთ და დანარჩენები ჯავშან ტრანსპორტიორში და „ურალის“ „კუზაოზე“ მოთავსდით. - გასცა ბრძანება ასათიანმა და პირველმა თვითონვე დაიწყო მისი შესრულება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა რომ წაიკითხეთ.... აღარ გააგრძელოთ თუ არ მოგეწონათ, თქვენი საქმეააა. მადლობა იმისთვის რომ დრო დაკარგეთ. მადლობა რომ წაიკითხეთ.... აღარ გააგრძელოთ თუ არ მოგეწონათ, თქვენი საქმეააა. მადლობა იმისთვის რომ დრო დაკარგეთ.
7. აფხაზეთის თემის გამო შემოვედი აქ. წავიკითხე და ვერ აღვფრთოვანდი, პატივცემულო ავტორო. იმედია მომავალში გამოსწორდება, მაგრამ რაც წავითხე, დამაჯერებლობა აკლია. ეტყობა ნაწერს, რომ რა თემაზეც წერს ავტორი, ნაკლებად არის მასში ჩახედული. "შეიარაღებულ ტყვეებზე" უკვე ბრძანეს კიდეც. "ხელყუმბარის ასხმა მხარზე გადაიკიდაო"- რომ ბრძანეთ, არც ეს არის სწორი. როგორ უნდა გადააბა ხელყუმბარები ერთმანეთს ისე, რომ მერე მხარზე გადაიკიდო? თეორიულად არის შესაძლებელი, მაგრამ პრაქტიკულად - გამორიცხულია. არის კიდევ ისეთი ფრაზები, რომლებიც ცოტა ყალბად მომეჩვენა. ერთი შეკითხვა მაქვს. ორჯერ გიწერიათ მგონი, რომ საბრძოლო მოქმედება სოფელ ტაშირში ხდება. და 500 კაციანი დესანტიც ახსენეთ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ "ტამიშის დესანტზეა" ლაპარაკი. ანუ სოფელი ტამიში და არა ტაშირი, რომელიც სულ სხვა მხარეს მდებარეობს. და თუ მართლა ამ ბრძოლაზეა ლაპარაკი, მაშინ ის, ივლისში მოხდა, თქვენთან კი ნოემბრის ბოლოა, თუ არ ვცდები. თუმცა შეიძლება ამას ყურადღება არ მივაქციოთ. ძალიან გამიგრძელდა. გისურვებთ - უფრო მეტ დაკვირვებას და წარმატებებს. პატივისცემით: აფხაზეთის თემის გამო შემოვედი აქ. წავიკითხე და ვერ აღვფრთოვანდი, პატივცემულო ავტორო. იმედია მომავალში გამოსწორდება, მაგრამ რაც წავითხე, დამაჯერებლობა აკლია. ეტყობა ნაწერს, რომ რა თემაზეც წერს ავტორი, ნაკლებად არის მასში ჩახედული. "შეიარაღებულ ტყვეებზე" უკვე ბრძანეს კიდეც. "ხელყუმბარის ასხმა მხარზე გადაიკიდაო"- რომ ბრძანეთ, არც ეს არის სწორი. როგორ უნდა გადააბა ხელყუმბარები ერთმანეთს ისე, რომ მერე მხარზე გადაიკიდო? თეორიულად არის შესაძლებელი, მაგრამ პრაქტიკულად - გამორიცხულია. არის კიდევ ისეთი ფრაზები, რომლებიც ცოტა ყალბად მომეჩვენა. ერთი შეკითხვა მაქვს. ორჯერ გიწერიათ მგონი, რომ საბრძოლო მოქმედება სოფელ ტაშირში ხდება. და 500 კაციანი დესანტიც ახსენეთ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ "ტამიშის დესანტზეა" ლაპარაკი. ანუ სოფელი ტამიში და არა ტაშირი, რომელიც სულ სხვა მხარეს მდებარეობს. და თუ მართლა ამ ბრძოლაზეა ლაპარაკი, მაშინ ის, ივლისში მოხდა, თქვენთან კი ნოემბრის ბოლოა, თუ არ ვცდები. თუმცა შეიძლება ამას ყურადღება არ მივაქციოთ. ძალიან გამიგრძელდა. გისურვებთ - უფრო მეტ დაკვირვებას და წარმატებებს. პატივისცემით:
6. დიდი მადლობა რომ კითხულობთ და ასე დეტალურად აფასებთ. გავითვალისწინებ აუცილებლად. მადლობა დიდი მადლობა რომ კითხულობთ და ასე დეტალურად აფასებთ. გავითვალისწინებ აუცილებლად. მადლობა
5. ერთი მომენტი მხოლოდ: შუა (სროლიდან) ბრძოლოდან ზედმეტი აჩქარებით გადადიხართ ტყვეების ეპიზოდზე და აქაც-ტყვეები უფროსს იარაღიანად აჩვენეს?(თუ ეს ასე არ იყო, ბრძანებაა ალოგიკური...) ცოტა რთული წარმოსადგენია. ვფიქრობ(და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და ნუ გამიწყრებით) უნდა მოგვიყვეთ, ვინ და რა ვითარებაში აიყვანა და ა.შ. რომ ლოგიკურად მივიდეთ მათ "პრეზენტაციამდე" ასევე: "მაგიდის კიდეზე მიაყუდა..."(ესაც ) იმდენად კარგი თემაა და იმდენად ფაქიზი-იუველირული დამუშავება უნდა ამ კარგ ტექსტს. ყველაფერი კარგად გამოგივათ!!! ერთი მომენტი მხოლოდ: შუა (სროლიდან) ბრძოლოდან ზედმეტი აჩქარებით გადადიხართ ტყვეების ეპიზოდზე და აქაც-ტყვეები უფროსს იარაღიანად აჩვენეს?(თუ ეს ასე არ იყო, ბრძანებაა ალოგიკური...) ცოტა რთული წარმოსადგენია. ვფიქრობ(და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და ნუ გამიწყრებით) უნდა მოგვიყვეთ, ვინ და რა ვითარებაში აიყვანა და ა.შ. რომ ლოგიკურად მივიდეთ მათ "პრეზენტაციამდე" ასევე: "მაგიდის კიდეზე მიაყუდა..."(ესაც ) იმდენად კარგი თემაა და იმდენად ფაქიზი-იუველირული დამუშავება უნდა ამ კარგ ტექსტს. ყველაფერი კარგად გამოგივათ!!!
4. მადლობა გავითვალისწინებ აუცილებლად. მადლობა დიდი მადლობა გავითვალისწინებ აუცილებლად. მადლობა დიდი
3. ცუდი ამბებია. ძალიან ცუდი. ოთხი გემიდან 500 კაციანი დესანტი გადმოსხეს. დუშეთისა და „შავნაბადას“ ბატალიონი თითქმის განადგურებულია. არ ელოდნენ და მძინარეები ამოწყვიტეს. ბრძოლის ხაზმა აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლა. ისინი შეეცდებიან აფხაზებს დაეხმარონ სოხუმის აღებაში. ჩვენ ალყა უნდა გავარღვიოთ და უკან დავაბრუნოთ ფრონტის ხაზი. ტყვეები ოჩამჩირეში გაგზავნეთ და დანარჩენები ჯავშან ტრანსპორტიორში და „ურალის“ „კუზაოზე“ მოთავსდით. - გასცა ბრძანება ასათიანმა და პირველმა თვითონვე დაიწყო მისი შესრულება.
ეს აბზაცი გაუგებარია. ომის დროს ისე როგორ უნდა დაიძინონ ბატალიონში, რომ მორიგე დარაჯები არ ჰყავდეთ?
ისინი შეეცდებიან აფხაზებს დაეხმარონ --- ვინ ისინი? უკან დავაბრუნოთ ფრონტის ხაზი ??? ფრონტის ხაზის დაბრუნება... გასცა ბრძანება ასათიანმა და პირველმა თვითონვე დაიწყო მისი შესრულება - ესეც დასახვეწია.
წარმატებები 5 ცუდი ამბებია. ძალიან ცუდი. ოთხი გემიდან 500 კაციანი დესანტი გადმოსხეს. დუშეთისა და „შავნაბადას“ ბატალიონი თითქმის განადგურებულია. არ ელოდნენ და მძინარეები ამოწყვიტეს. ბრძოლის ხაზმა აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლა. ისინი შეეცდებიან აფხაზებს დაეხმარონ სოხუმის აღებაში. ჩვენ ალყა უნდა გავარღვიოთ და უკან დავაბრუნოთ ფრონტის ხაზი. ტყვეები ოჩამჩირეში გაგზავნეთ და დანარჩენები ჯავშან ტრანსპორტიორში და „ურალის“ „კუზაოზე“ მოთავსდით. - გასცა ბრძანება ასათიანმა და პირველმა თვითონვე დაიწყო მისი შესრულება.
ეს აბზაცი გაუგებარია. ომის დროს ისე როგორ უნდა დაიძინონ ბატალიონში, რომ მორიგე დარაჯები არ ჰყავდეთ?
ისინი შეეცდებიან აფხაზებს დაეხმარონ --- ვინ ისინი? უკან დავაბრუნოთ ფრონტის ხაზი ??? ფრონტის ხაზის დაბრუნება... გასცა ბრძანება ასათიანმა და პირველმა თვითონვე დაიწყო მისი შესრულება - ესეც დასახვეწია.
წარმატებები 5
2. მადლობა ასეთი ვრცელი კომენტარისთვის. "შვილიშვილი ომის ამბავს უყვებოდა ბაბუას, ბაბუას , რომელიც ამ ომის მონაწილე იყოო." ამ ფრაზაზე მინდა გიპასუხოთ, ეს ნამდვილ ამბებზეა აგებული, ნებართვაც მაქვს აღებული, რომ გამოვიყენო. ასე რომ ბაბუას არ ვუყვები ამბებს. დანარჩენს აუცილებლად გავითვალისწინებ. მე საერთოდ ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას კომენტარებს. მადლობა ასეთი ვრცელი კომენტარისთვის. "შვილიშვილი ომის ამბავს უყვებოდა ბაბუას, ბაბუას , რომელიც ამ ომის მონაწილე იყოო." ამ ფრაზაზე მინდა გიპასუხოთ, ეს ნამდვილ ამბებზეა აგებული, ნებართვაც მაქვს აღებული, რომ გამოვიყენო. ასე რომ ბაბუას არ ვუყვები ამბებს. დანარჩენს აუცილებლად გავითვალისწინებ. მე საერთოდ ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას კომენტარებს.
1. ომის თემაზე დაწერილ ნაწარმოებებზე, მორალური უფლება არა მაქვს უმაღლეს შეფასებაზე ნაკლები დავწერო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ავტორმა აუცილებლად დასაბუთებული არგუმენტებით უნდა ისარგებლოს, '
ძალიან კარგია ნაწილებად დაყოფა, მოცულობაც საკმარისია და გრაფიკაც მშვენიერი, ასე განაგრძე,
თუმცა შენიშვნა არ მაქვს, მაგრმ არ მომეწონა და დამაჯერებლობა აკლია შემდეგ ფრაზებს:
"-ბიჭებო, ეს არც რუსია და არც აფხაზი, ჩეჩენია - შეეხმიანა დანარჩენებს ის რიგითი, რომელიც ტყვეს თავზე დატრიალებდა, ნივთებისგან ათავისუფლებდა და კონდახს გამალებით ურტყამდა. "
"რას შევეშვა, აქვე გავასხმევინებ ტვინს - ავტომატი მიუშვირა რიგითმა ტყვეს და სასროლად მოემზადა - რა უნდა აფხაზეთში? თავის ჩეჩნეთში ცოტა აქვთ არეული, აქ რომ არ დაიწყონ დალაგება?"
" იარაღი აყარეთ" შეკარით. ეს ფრაზა ვერ გავიგე , როგორ ? იარაღიანი ჩაიგდეს ტყვედ? აფხაზეთის ომის ამბებზე პროზის წერა ადვილი არ არის და ისე არ გამოვიდეს , როგორც ერთი ქართული გამოთქმაა- "შვილიშვილი ომის ამბავს უყვებოდა ბაბუას, ბაბუას , რომელიც ამ ომის მონაწილე იყოო." მაპატიეთ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, არ გთხოვთ გაიზიაროთ, მხოლოდ კეთილი სრვილია.
ომის თემაზე დაწერილ ნაწარმოებებზე, მორალური უფლება არა მაქვს უმაღლეს შეფასებაზე ნაკლები დავწერო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ავტორმა აუცილებლად დასაბუთებული არგუმენტებით უნდა ისარგებლოს, `
ძალიან კარგია ნაწილებად დაყოფა, მოცულობაც საკმარისია და გრაფიკაც მშვენიერი, ასე განაგრძე,
თუმცა შენიშვნა არ მაქვს, მაგრმ არ მომეწონა და დამაჯერებლობა აკლია შემდეგ ფრაზებს:
"-ბიჭებო, ეს არც რუსია და არც აფხაზი, ჩეჩენია - შეეხმიანა დანარჩენებს ის რიგითი, რომელიც ტყვეს თავზე დატრიალებდა, ნივთებისგან ათავისუფლებდა და კონდახს გამალებით ურტყამდა. "
"რას შევეშვა, აქვე გავასხმევინებ ტვინს - ავტომატი მიუშვირა რიგითმა ტყვეს და სასროლად მოემზადა - რა უნდა აფხაზეთში? თავის ჩეჩნეთში ცოტა აქვთ არეული, აქ რომ არ დაიწყონ დალაგება?"
" იარაღი აყარეთ" შეკარით. ეს ფრაზა ვერ გავიგე , როგორ ? იარაღიანი ჩაიგდეს ტყვედ? აფხაზეთის ომის ამბებზე პროზის წერა ადვილი არ არის და ისე არ გამოვიდეს , როგორც ერთი ქართული გამოთქმაა- "შვილიშვილი ომის ამბავს უყვებოდა ბაბუას, ბაბუას , რომელიც ამ ომის მონაწილე იყოო." მაპატიეთ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, არ გთხოვთ გაიზიაროთ, მხოლოდ კეთილი სრვილია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|