ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირი ბობოხიძე
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2022


...

ღმერთო, ეს ქალი სალოცავთან რომ დგას და ლოცვას
ისე აღავლენს, წუთების წინ არ უარ–ეყავ
თითქოს, და ახლა როგორც  მისი სამყაროს ბოცმანს
ისე გთხოვს შველას, და თხოვნის დროს მაინც  მერყეობს,
რადგანაც ლტოლვა მიმართ შენდა როგორაც ღმერთის
ისე გაუქრა, გოგოობა როგორაც წლებად,
და აღარც სამოსს აკაშკაშებს სიმრავლე ფერთა
და  მხოლოდ იმის ჩამდენია, რაც შეიძლება
რომ ჩაიდინოს,  და აფიქრებს ეს ფიქრი ერთობ,
აფიქრებს ერთობ რა აზრი აქვს მაშინ ღმერთობას,
თუ ოცნებები აღარ დარჩა სამყაროს ღმერთო,
თუ ამ ლოცვების სმენა–სმენით მხოლოდ ერთობი,
თუ უბრალოა სიტყვების და ცრემლის განვრცობა,
თუ ამაოა დამაშვრალი ცოლი, მშობელი,
თუ სიდიდეა სულიერი ქონდრის კაცობა,
და მხოლოდ შენი ხსენებაა განუვრცობელი?
აღარ სწამს შენი, შენს არსებას გამოერიდა,
და თუნდაც ასე და გარეშე ამის კვდებოდეს,
სხვაგან დაგიწყებს ვიცი ძებნას ამიერიდან,
სხვაგან, იქ სადაც არასოდეს ეგულებოდი,
რადგანაც ღმერთო, მხოლოდ ლოცვით ვერ მოვიკალი
ჩემი სხეულის ჩამსხვრეული ფანჯრების მინა
რადგან უბრალოდ და მარტივად, მე ვარ ის ქალი,
ვინაც ლოცულობს და უარგყო წუთების წინად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები