 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 4 დეკემბერი, 2022 |
როგორც ანტუან ეგზიუპერი ამბობს: „ჩვენ - ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“.
მშობელი არ ვარ, მაგრამ ბავშვები ისე მიყვარან, როგორც გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს უყვარდა ლიტერატურა.
გიზო ნიშნიანიძეს თავის წიგნში „პაემანი ვერაზე“ ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:
„თქვენს გულში ვზივარ და სულ ვწუხდი, ამ ოქროს ხელიდან გაშვებას, ქედს ვუხრი... ხარკს ვუხდი ყველაზე დიდ მეფეს - მის უ დ ი დ ე ს ო ბ ა ს, მის უ წ მ ი ნ დ ე ს ო ბ ა ს, მის უ გ ი ჟ ე ს ო ბ ა ს, მის უ ც ი გ ნ ე ს ო ბ ა ს, მის უ ტ კ ბ ი ლ ე ს ო ბ ა ს... ბ ა ვ შ ვ ო ბ ა ს!“
ამ ბოლო დროს საბავშვო ლექსების წერას მოვუხშირე. ადრე მსაყვედურობდნენ: „ბავშვებზე რატომ არ წერო“... ???? ახლა აღარ მსაყვედურობენ: „გამოსწორებულხარო“. ????
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
გოგონები მამიკოს კუდრაჭები არიან
მინდა მყავდეს გოგონა დედასავით ლამაზი, სწამდეს ტუჩებკოკორას სიყვარული მამასი.
თუ ოდესმე ღვთის ნებით მეც მეყოლა გოგონა, ჩემი სუნთქვა იქნება, ჩემი ჭიაკოკონა.
თუმც არ მქვია მშობელი, მეც მიყვარან ბავშვები... მათთვის ყველგან ყოველთვის უთქმელადაც დავშვრები.
ცრემლებჩამდგარ თვალებში ცრემლებს კოცნით მიშრობენ, ბავშვებისთვის წყალობას შევსთხოვ დედა ღვთისმშობელს.
მინდა მყავდეს გოგონა შვლის ნუკრივით ლამაზი, სწამდეს ტუჩებკოკორას ერთგულება მამასი.
თუ მეყოლა გოგონა, მას დავარქმევ მარიამს... გოგონები მამიკოს კუდრაჭები არიან.
ოთარ რურუა
..................................................................................................................................................................................
ლამაზი ბავშვი
გულში მიხუტებს ლამაზი ბავშვი, მკერდში ჩამიკრა ლამაზმა ბავშვმა, მაქვს სიხარულის ცრემლები თვალში, მსურს: გავაჭენო როგორც თარაშმა
ცხენი - კოლხური სისხლის ულაყი, თუნდაც ენგურმა იწყოს დაშრობა... ლამაზი ბავშვის მხიბლავს უნარი, ლამაზი ბავშვის მიყვარს ბავშვობა.
ოთარ რურუა
2022
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|