ღმერთმა შეუნდოს ამ თვითმფრინავს შვილების სევდა, მშობლის ცრემლები ამ თვითმფინავს, ღმერთმა შეუნდოს, სული რომელიც გულის ფეთქვის ფონზე გახევდა, რწმენა რომელიც ამერყევდა, სანდო თუ უნდო.
ვერ გამიგია, რა უფროა, რომელი რომელს ანაცვლებს ახლა აზრებით და აზრებთან ვდაობ, ძვირფასო დაო, დამირეკე რომ წავალ ხოლმე, და ბავშვობაზე მომიყევი, ძვირფასო დაო.
ღრუბლები სახავს ღვთისმშობლის ხატს, უყრმაიესოდ, ვინძლო დედობა გაადვილდა ფრენაზე მეტად, დავდივარ კენტად, არსობაზე უმარტივესო, ცაში, ხელგაშლილ თვითმფრინავში, ყველაზე მეტი
შიშია იმის, რა მოუვა მიგდებულ ფანჯრებს, ფარდებს, რომლებსაც წარა–მარა ქარბუქი ხევდა, ქარი, რომელიც ახლა უკვე თვითფრინავს ანჯღრევს, ღმერთმა შეუნდოს ამ თვითმფრინავს, შვილების სევდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. უღრმესი მადლობა უღრმესი მადლობა
6. რა ძლიერი, სიმბოლური ფრაზაა: „ღმერთმა შეუნდოს ამ თვითმფრინავს შვილების სევდა.“
რა ძლიერი, სიმბოლური ფრაზაა: „ღმერთმა შეუნდოს ამ თვითმფრინავს შვილების სევდა.“
5. დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის
3. მომწონხართ,რაღაცნაირი ხართ.საინტერესოდ. 555 მომწონხართ,რაღაცნაირი ხართ.საინტერესოდ. 555
1. საიტერესოა ფრაზა ღმერთმა შეუნდოს ამ თვითმფრინავს შვილების სევდა. საიტერესოა ფრაზა ღმერთმა შეუნდოს ამ თვითმფრინავს შვილების სევდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|