#თავშესაქცევი
ნდს
ჩვენებური პოლიტ-ისტაბლიშმენტის ზედწოდებათა საძიებელი
ბოლიტიკოსი - ანუ მატყუარა, ბოლის დამყენებელი, დამბოლებელი. გოლიტიკოსი - რომ იმარჯვებს და ვიღაცას, ოპონენტს რომ “ გაუტანს”. დოლიტიკოსი - დოლ-გარმონისა და დროსტარების მეტი რომ არაფერი ანაღვლებს. ვოლიტიკოსი - მაგარი როა ვირტუალში, ვოლზე პოსტების წერაში და ისე, რეალში რომ არ უქნია გამჩენს. ვორიტიკოსი - შავ სამყაროსთან, ,, ვორებთან” შეკრული. ლორიტიკოსი - რაჭველი ან გვიან რომ მოდის აზრზე, რა ხდება. ნოლიტიკოსი - არაფერს რომ არ წარმოადგენს, ისე რომ დევს. ჟორიტიკოსი -“ ჟორულს” რომ აწვება, თავისებური კოლაბორაციონისტია. როლიტიკოსი - თავისი უფროსობისგან რაიმე, ერთი როლი რომ აქვს დაკისრებული. თუ გაქაჩა, შეიძლება მერე სხვა როლსაც გამოჰკრას ხელი. ტოლიტიკოსი - უფროს-უმცროსობის გარტყმაში რომ არ არის, იერარქიას ვერ გრძნობს და ყველას თავს რომ უტოლებს. ასევე, დემოკრატიულს რომ აწვება, ყველა ტოლიაო. ფულიტიკოსი - მარტო ფულის კეთებაზე როა გადასული. ფურიტიკოსი - შეძლებული პირი, “პოლიტ თანამოაზრენი” ფურივით რომ წველიან. ქორიტიკოსი - ოპონენტზე, როგორც მსხვერპლზე დაგეშილი და სწრაფად მოქმედი. ქოლიტიკოსი - ,,ქოლ ცენტრებთან” აფილირებული, ზოგადად, შავ ბიზნესში ჩაბმული. ღორიტიკოსი - სულ თავისთვის რომ უნდა ნაშოვნი და ვერ გაძღა, წილში არავის ისვამს. ყორიტიკოსი - მუცლის ამოყორვის მეტი არაფერი რომ არ აინტერესებს. შორიტიკოსი - საზღვარგარეთ გაქცეული, იქიდან რომ ცდილობს აქაური პოლიტიკური თამაშების მართვას. ცოლიტიკოსი - ცოლისა და ცოლეურების გაქაჩული პოლიტიკაში. ჩმორიტიკოსი - დაჩმორებული რომ ჰყავთ სხვებს. მძორიტიკოსი - არაფრის მაქნისი, გაუნძრევლად რომ დევს და ადგილს აცდენს. მწოლიტიკოსი - პოლიტიკაში ,, კრაოტით” შემოსული, პროსტიტუციის ელიტარული სახეა ეს. ჭორიტიკოსი - ტყუილებს რომ ავრცელებს, ანუ ,,შეუმოწმებელი წყაროების შეუმოწმებელ ინფორმაციებს” გადასცემს სხვადასხვა არხებით. ფხორიტიკოსი - საიდანღაც ხელისუფლებაში რომ მოხვდა და თავში აუვარდა, იფხორება, ძველ საახლობლოს ზემოდან უყურებს. ჯორიტიკოსი - ჯორივით მომუშავეა, მაგრამ არა ,,ფლექსიბელური”, ნათქვამ- ნაფიქრს ვერ გადააქმევინებ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგია.
ყველატიკოს - ეშველება რაცხა, დრო შეიცვლება , მარა ჯორიტიკოსი- ისევ ჯოროტიკოსად დარჩება.
კარგია.
ყველატიკოს - ეშველება რაცხა, დრო შეიცვლება , მარა ჯორიტიკოსი- ისევ ჯოროტიკოსად დარჩება.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|