ამ სიცხეში როგორ დადის სხეულში სისხლი ან ეს კაბები იქნებ უფრო უარესია ? აღარც ლილიტი , აღარც ევა , სულ სხვა ვერსია . როგორ იფიქრე , რომ ოდესმე სხვას გავხედავდი ? მე დავიჯერე ჩემთან ერთად შენი დაქანცვა , დაღლა ფერებით , ჩაის სმითა და ამარკორდებით . ჟან შარდენით ქვაფენილზე რომ ვიგონებდით , დავიჯერე ჰო და გეცლები . მეც შევიძულე ვისკონტი და რენუარები , ადრიატიკა , შექსპირი და რიალტოს ხიდი . რვა ნახევარი , ეგზიუპერი მემუარებით . შევიძულე ჰო და გეცლები . ვეცდები მოვძებნო მერამდენედ ადგილი სადმე , სადაც არაა შენი შივა , შენი ბრაჰმა და შენი ვიშნუ . ვიცხოვრო მხოლოდ მოლიერის კომედიებით , სიცილით და ჩაბჟირებებით ცრემლები ვიშრო . აღარც სარტრი , აღარც ჰიჩკოკი , აღარც სეზანი , აღარც ლილიტი , აღარც ევა , სულ სხვა ვერსია . ამ სიცივეში როგორ დადის სხეულში სისხლი ან ეს კაბები იქნებ უფრო უარესია ?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კაი გულიანი , სიყვარულიანი, მარა მოკითვის ბარათს ჰგავს. კაი გულიანი , სიყვარულიანი, მარა მოკითვის ბარათს ჰგავს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|