ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტატო გოგოლაძე
ჟანრი: პროზა
17 ნოემბერი, 2022


ზინკას დაუძახე

ჯერ ისევ ვიწექი მზის სხივები ვიღაცის გრძელი თმასავით გადამისრიალდა ზურგზე, სიზმარში შებრუნება მცდელობადაც აღარ ღირდა, თან სიუჟეტიც არ იყო საინტერესო.
ადგომა და აივანზე გასვლა გადავწყვიტე. ლუდის ცარიელი ბოთლებიდან კოლოფი გამოვაძრე, ერთი ღერი თითებს შორის მოვიქციე და სუფთა ჰაერისკენ დავიძარი.
მეზობლის  ფანჯრიდან  jaar-ის  დაგუბებული ბგერები ისმოდა, უეცრად იმაზე დავფიქრდი, რომ დღეები თვითონ ირჩევენ თავის მუსიკას და დილიდან-დაბნელებამდე ადამიანებივით ცოცხლობენ.
სახლში შებრუნებას ვაპირებდი, რომ ეზოში ვიღაც უცნაურმა ტიპმა შემოუხვია.
-ეი... შენ, შენ... გესმის?
ჯანდაბა, გამოსირებულების ფესტივალზე გამარჯვებულს გავდა და თან აშკარად მე მიყურებდა,  არ მიყვარს ასეთი მომენტები.
თავიდან ვიფიქრე არ შევიმჩნევ მეთქი, მაგრამ არ ჩერდებოდა...
-ბიჭო შენ გეუბნები, დაყრუვდი..? -გაბურძგნული თმა ქონდა, ღრმად ჩამჯდარ თვალებს შორის კეხიანი ცხვირი გამოჩრილი და საუბრისას წვერზე უაზროდ ისვამდა ხელს.
-მე?!  -მაინც გავიკვირვე, ყოველი შემთხვევისთვის.
-ჰო, შენ. ზინკას დაუძახე!
-ვის?!
-ზინკას დაუძახე, ბიჭო! -სახუმარო გამომეტყველება თავიდანვე არ ქონდა.
ვიფიქრე, რაღაც მაგრად ეშლება მეთქი, მაგრამ ინსტიქტურად აივნის კარიდან ოთახში მაინც შევიხედე.
ამ დღეს  მართლა შიგ ქონდა, არ ვიცი, საიდან, მაგრამ ჩემს ოთახში ფაქტი იყო, გრძლი ქერა თმით ვიღაც იატაკზე იჯდა და ორივე ხელი აკეცილ მუხლებზე ქონდა შემოხვეული.
როცა აივნისკენ შევბრუნდი,  შეშლილი  იქ აღარ დამხვდა.
-გეხვეწები,  არ უთხრა რომ აქ ვარ და აივნის კარი მიხურე. -ადგილიდან არ იძვროდა, ოდნავ შეშინებული ჩანდა.
ოთახი დავათვალიერე, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, ნამდვილად ჩემს სახლში ვიყავი, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი, როგორ უნდა აღმოჩენილიყო „ის“ ჩემთან.
-დამშვიდდი, აქაური არ ვარ. ხვალ ვეღარ მნახავ თუ აივანზე აღარ გახვალ და ეს დღე წყნარად ჩაივლის,  წლების შემდეგ ეს ყველაფერი ერთი დღის უცნაურ სიზმრად გაგახსენდება, ან არც...  ამიტომ ბევრ კითხვას ნუ დასვამ და ეცადე ჩემთან ერთად დაელოდო  შუაღამეს. ხელს არ შეგიშლი შეგიძლია რაც გინდა ის აკეთო, წიგნი წაიკითხო, მუსიკას მოუსმინო, სოც ქსელი სქროლო, ან არ ვიცი კიდევ რით ერთობოდით თქვენს დროში, ოღონდ დღეს გარეთ ნუ გახვალ.
მოსაწევს დიდი ხანია აღარ ვეკარები, ამიტომ, ძალიან რეალისტურად  ჩანდა ყველაფერი. თავიდან მექანიკურად მისაღბში გავედი და  ტელევიზორი ჩავრთე, რაღაც სირობას აჩვენებდნენ ახალ ამბებში LGBT VS ვიღაცეები VS ჟურნალისტები.- ისეთი ემოციური ფონი მქონდა გულის რევის შეგრძნება სულ უფრო რთული შესაკავებელი იყო და აბაზანაში გავვარდი.
-ნორმალურია. -ზინკამ მომაძახა.
ისედაც არ მაქვს დალაგებული ცხოვრება. თან ბოლომდე დარწმუნებულიც არ ვარ, რამდენად რეალურია დღევანდელი დღე, უკვე იმაშიც მეპარება ეჭვი გათენდა თუ არა საერთოდ, მგონი ყველაზე კარგი გამოსავალი მართლა დაცდაა, და ის ერთი ბოთლი კონიაკი ბარში რთული დღეებისთვის რომ გადავდე.
-დალევ?- ისე ვკითხე, დარწმუნებული ვიყავი არ გაინძრეოდა თავის ადგილიდან და ძალიან გამიკვირდა  მაგიდასთან პირისპირ რომ აღმოვჩნდით.
ესეც ვერ იყო მთლად დალაგებული, თვალებში მიყურებდა შეშლილივით, ჭიქა მოვუტანე და მთლიანად გავუვსე.
-ასე მარტო ცხოვრობ ჯერ ისევ? რამდენი წლის ხარ?-მარცხენა თვალთან სულ პატარა ნაიარევივით ჰქონდა, მაგრამ ძალიან უხდებოდა.
-არ მახსოვს, ციფრებს ვერასდროს ვიმახსოვრებ.- თვითონ მითხრა ბევრი არაფერი მკითხოო და ახლა მეჩვენებოდა, რომ დიალოგში  მითრევდა.
-რას იტყვი, 2211-წლიდან მოსული სტუმრისთვის ნორმალურად გამოვიყურები?
-რავიცი,სიმართლე გითხრა ზოგჯერ ყველაფერი სულერთია ჩემთვის, მაგრამ  მაინტერესებს  აქ რას აკეთებ?
-ჩემზე არ მიყვარს ლაპარაკი, თუმცა თუ გინდა გაგამხიარულებ, აივნიდან რომ ბიჭი დაინახე აღარ მახსოვს შენი მერამდენე რეინკარნაციაა  და ჩემი ყოფილი მეგობარი.
-კარგი, ხუმრობაა.
-კიდევ დამისხი, ალკოჰოლს ჩვენთან ამ სახით აღარავინ მოიხმარს, ძალიან გაგიმართლათ, რაც წიგნებში წამიკითხავს ზუსტად ის შეგრძნებაა..
არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ისიც ჩუმად იყო,  ბოთლი მალე დავცალეთ, მე წამოვდექი და მარკეტში ჩასვლა დავაპირე.
-ჰეი.- თხოვნა გამახსენა.- გარეთ არ უნდა გახვიდე.
კარამდე მისულს ის დამემართა რასაც სულ ვაკეთებ, არავის ვუსმენ.
გასაღები გადავატრიალე, სახელური ჩამოვწიე და კარი გავაღე.
პირდაპირ ზღურბლზე იდგა,  სახლში ფეხის შემოდგმამდე წამის მეასედი ეყო, სახეში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, ცხვირიდან სისხლდენას ვერ ვიჩერებდი, ხელები რომ სახიდან ჩამოვუშვი ბუნდოვნად ჩანდნენ.
-აქ გინდა ხო შენს დედას შვეცი? მაინც?  ისევ?-როდესმე შეწყვეტ ამას?    შეშლილის თვალები ქონდა... უხარისხო რენდერივით ძალიან ნელა  ფერმკრთალდებოდნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები