ნაწარმოებები


დაანონსებულია კონკურსი ლილე 2023. ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერ
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2022


ბრმა

ბნელეთს მზის სხივებს ვერ დაახარბებ,
ჩრდილთა სამარეს აახარხარებ.
ბრმათა ძებნაში მრავალ წელს დალევ,
სამყაროს ძარღვებს აათამაშებ.

აზრთა კასკადი ერთს გაიელვებს,
მდუმარე ნაკვთებს ააზანზარებს,
ჩუმ ფიფქებს აყრის გონების ცაზე,
მუქ ფიქრებს დაყრის ხრიოკ მიწაზე.

სევდა ბევრია, მანძილი შორი,
თვალი ვერ უწვდის ცრემლთა ჰორიზონტს,
აზრი ერთია, მალულად ცოცხლობს,
გონებას ჩუმად თავისას უხმობს.

ბევრი იარე, მამაცო გმირო,
იმედი შენი ცოცხლობს ამაოდ,
ამ სიბნელეში, ულევ ფიქრებში,
ერთადერთი ბრმა აქ შენ ხარ მხოლოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები