ნაწარმოებები


დაანონსებულია კონკურსი ლილე 2023. ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერ
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2022


ღრუბლის სხივი

ღრუბელთა ცეკვას, ბიჭი შემყურე,       
კანქვეშ ჟრუანტელს დაატარებდა.
ცივქარს ლოდინში, ჩუმ მომენტებში,
სევდა დარდიანს აკანკალებდა.

ნამიანს მიწას, შიშველ ფეხებით,
ფესვთა სიყვარულს ხორცით უცქერდა.
სხივი ზესუსტის ნაზი დაცემა,
მიწის წამწამებს აკამკამებდა.

მზეთა ბელადი, ღმერთი სხივების,
შემყურე ბიჭის, მკაცრად ელავდა.
ალი ზემკაცრი, ნაკვთით ნასტყორცნი,
ჭაბუკის ფეხთან ძალას მალავდა.

მანათობელმა ბევრი მოალბო,
ცეკვა ღრუბლების არ ათბობს ყველას,
ნუთუ არსებობს სხივი ამქვეყნად
რომლის ნაკვთები სიცივეს ათრობს

ღრუბელთა ცეკვას, ბიჭი შემყურე,
შიშველ ფეხებზე კანს ისერავდა,
სისხლგაჟღენთილი მიწა, ფესვების,
მზისგან ნაჩუქარ სხივს ირეკლავდა.

იდგა მზებიჭი, უცქერდა ზეცას,
თვალებს ცრემლიანს ფუჭად მალავდა.
სიოს ლოდინში, სევდის მორჩილი,
გამთბარ მიწაზე ფიქრებს ღაფავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები