(ისევ ომებზე) სადღაც, - მშვიდი დილა იდგა, სადღაც, ცეცხლი იჯდა მთაში. სადღაც, მწიფე ესხა შინდი, სადღაც, შიშით კრთოდა ბავშვი.
საზღვრებიდან - საზღვრებამდე ნაპერწკლების ნიავ-ქარი - აორთქლებულ, დედის ცრემლებს ზეცისაკენ მიაქანებს.
მუგუზალში აბიჯებდა ღმერთი. - ცხედრებს კრეფდა პეშვით, არ უნდოდა დაჯერება, არ ეგონა, სიბერეში, - ავთვალ ალებს თუ ნახავდა, თუკი, ისევ, ვრცელ მინდვრებში ბერწი ცეცხლი დაჯდებოდა- ბერწი ცეცხლის ქანდარაზე.
სადღაც, თეთრი დილა იდგა... სადღაც, თეთრი იდგა ბინდიც. სადღაც, მშვიდი თოვლი იდო. სადღაც, მწიფედ ესხა შინდი;
ღმერთი ცეცხლში აბიჯებდა; ღმერთი ცრემლებს კრეფდა პეშვით; არ უნდოდა დაჯერება. არ ეგონა, სიბერეში...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მიყვარს ეს გოგო.ჩემი ნიჭიერი. მიყვარს ეს გოგო.ჩემი ნიჭიერი.
5. ამ ლექსმა ჩემზე თავისებურად იმოქმედა. ფრიადი
ამ ლექსმა ჩემზე თავისებურად იმოქმედა. ფრიადი
4. უღრმესი მადლობა წაკითხვისა და შეფასებისთვის <3 უღრმესი მადლობა წაკითხვისა და შეფასებისთვის <3
3. არ უნდოდა დაჯერება. არ ეგონა, სიბერეში... :) ნათია.... :) არ უნდოდა დაჯერება. არ ეგონა, სიბერეში... :) ნათია.... :)
2. არ უნდოდა დაჯერება. არ ეგონა, სიბერეში... :) ნათია.... :) არ უნდოდა დაჯერება. არ ეგონა, სიბერეში... :) ნათია.... :)
1. ძალიან კარგია.
ნათია შენზე ხშირად ვფიქრობდი, სადაა ეს საინტერესო ავტორი-თქო და აჰა, ძალიან გამიხარდი. ძალიან კარგია.
ნათია შენზე ხშირად ვფიქრობდი, სადაა ეს საინტერესო ავტორი-თქო და აჰა, ძალიან გამიხარდი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|