შეუსაბამოდ ახლოს, შეუსაბამო ჟამს, შესაბამისად ვწუხვარ, გულის წუხილი მჭამს. თუ არ დაჰკარი ურდულს, არ გაგიღებენ კარს, თუ არ იბრძოლე სხვისთვის, შენც გაგატანენ ქარს. მიგაბარებენ მალე, შეკოწიწებულ ყუთს, ქალო, შენივე ჩადრით მოგიჭიმავენ ყულფს. შესაბამისად ახლოს, შეუსაბამო ჟამს, კაცს ეჭვის ჭია ჯაბნის, მომენტს ელის და მკლავს.