მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
დიდება უკრაინას !!! * * * Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
რენატო
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2022
* * *
ყველაფერმა გვერდი ამიარა
ცხოვრებას ფეხი აერია
და ჩამოიქცა წამიერად
როგორი ბლანტი ჰაერია
შენ დარჩი ჩემგან მოშორებით
მე კი გიჟსა და ბურუსიანს
ალყაში მიქცევს მონღოლების
ურდო და შენი ვირუსია
რომ ვერ ვუპოვნე ანტიდოტი
და ძვლებში მამტვრევს რახანია
სიცოცხლე შავი ანეგდოტი
სიკვდილი დროის ხარხარია
და მზე რომელიც არამოდის
რჩება ჩემში და მიხარია
როგორმე გავძლებ საღამომდე
ჩემი სიზმრებიც იქარიან
იქნებ ერთხელაც დამესიზმრო
მე კი ბედნიერს სიზმარიანს
გადამეკარგოს ამეთვისტო
დავრჩე იქ სადაც სიზმარია
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
არ არიან ცუდები სასვენი ნიშნები... იქნებ გამოიყენოთ, მკითხველს აზრის გაგება და ემოციის დაჭერა გაუადვილდება.
არ არიან ცუდები სასვენი ნიშნები... იქნებ გამოიყენოთ, მკითხველს აზრის გაგება და ემოციის დაჭერა გაუადვილდება.
ანანე კიკნაძე.
2022-11-22 03:45:16
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
29.01.2023 00:38:41