| ავტორი: სერ ჟანრი: პროზა 23 ნოემბერი, 2022 |
- რამ ჩაგაფიქრა ? - ფიქრთა ქარბუქს ჩამოვცილდი, არადა. წმინდა წყლის დინება ალალ მიწაზე, სრულიად უცხო პლანეტაზე, ჩუმი ნოტების არემარეში ისეთი ტკბილია. - უცხო პლანეტაზე რატომ ? ეს არ არის შენი პლანეტა ? - ჩემი პლანეტა აქედან ძალიან შორს არის. იმ სამყაროს ცენტრშია, რომლის ირგვლივაც ტრიალებს სხვა დანარჩენები. სადაც შემოედინება ყოველ წამს ათასი ფერი. - სამყაროს ცენტრი ხომ ციტადელია. ციტადელში ცხოვრობ ? - დიახ. ჩემი სახლი ციტადელია. - იტყუები. ციტადელში მოხვედრა ყველას არ შეუძლია. ვინც იქ სახლობს კიდევ, ჩემთან სალაპარაკოდ არასდროს ეცლებოდა და არც აქ აღმოჩნდებოდა. - იმდენად სწორია თქვენი ნათქვამი, რომ ლამის მეც დამაჯერე მაგრამ... ჩათვალე რომ ასეოდენ დიდზე გაგიმართლა, რამეთუ ესაუბრები გენერალ კა'ესს. იმას, ვისი სხვა პლანეტაზე სტუმრობაც ხშირად მტკივნეულად მთავრდება ხოლმე. - შავი ანგელოზების დარაჯი კა'ესი ? რანაირად ? - რაოდენ დიადია, სრულ სიჩუმეში, თქვენი გაკვირვებული თვალების ცქერა. რაოდენ დიდ ჟამს ითვლის ვარსკვლავები ირგვლივ, როცა ეგრე ვტკბებოდი, უბოროტო ემოციებით. - აქ რამ მოგიყვანა, გენერალო კა'ესს ? არ მჯერა, რომ გენერალი ხარ. გამიგია, შენს გვერდით დგომა წარმოუდგენლად მტკივნეულია. - ნება განაგებს ჩემი, იმ პლანეტის არჩევას, სადაც ულევ დარდს გავაყოლებ უმწეო ნაკადულს. ჩემს გვერდით დგომა, მართლაც რომ მტკივნეულია, მაგრამ ნება ჩემი განაგებს იმ დრო-ჟამსაც, როდესაც სულის მატარებელი ხორცი ვერ იგრძნობს აუტანელ ძალას, რომელთან ჭიდილიც მხოლოდ მე შემიძლია ამ არემარეზე. - შავი ანგელოზების მფარველი, მახვილი მისი სისხლმჭრელი, მზეზე ძლიერი. ეგრე იძახიან შენზე. - მომმართე თქვენიბით, მომაკვდავო, რამეთუ შენობით საუბარს, უცხო მოზარდს მე არ გაკადრე. თქვენს მზერას ალალი სხივები ირეკლავს. ის სხივები, რომელთა ფრქვევა, ჩემს გულისცემას ვერასოდეს დაემთხვევა, რამეთუ უგულოა ეს აბჯარი. მიმოიხედე ირგვლივ და დატკბი გარეული ნოტებით. იგემრიელე იმ ფენომენით, რასაც ჯანსაღი გულის ქონა დაარქვეს. - ბოდიში. მე ამ ნოტებს ყოველ დღე ვუსმენ, რომ იცოდე. რომ იცოდეთ. - ღიმილმომგვრელია მშვიდი სული. თავს მომაკვდავად მაგრძნობინებს. ჰაჰ... უცნაურია, მაგრამ საამო. - გინდათ, ჩემს სახლს ესტუმროთ ? ის არც ისე შორს დგას აქედან. გემრიელ საჭმელებს მიირთმევთ, საინტერესო ადამიანებს გაგაცნობთ, ჩემს მშობლებს. - მადლობელი ვარ ფრიად, მაგრამ არა. ჩვენს შორის შემდგარი საუბარი, უნდა დარჩეს ამ ადგილას. იმედია, იმის თქმა არ მჭირდება, რომ აუცილებლად გავიგებ, თუ რაიმეს ისეთს დააპირებ, რაც ამ პირობას დაარღვევს. - სიზმრად რომ არ დამრჩეს თქვენი ხილვა, არ შეიძლება, რაიმე დამიტოვით სამახსოვროდ ? - გამომართვი, ეს არის ციტადელის ქვეშეთში გამოძერწილი ქვა, რომლის ნაკვთები მხოლოდ ყველაზე უშიშარი გმირების ცრემლმა ძერწა. შეინახე და არ დაივიწყო. სულ თან გქონდეს, არ დაგეკარგება. გახსოვდეს, რომ სანამ ამ ქვას გვერდით იგულებ, მანამ იქნები ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ. სანამ თქვენში რწმენა იარსებებს, მუდამ მეცოდინება, სად მოვძებნო და შევიფარო სხეულს გაქცეული სული. ჩათვალე, ჩემი სამადლობელია. - რის გამო მიხდით მადლობას, გენერალო ? - ჩვენი მიწიერი დიალოგის ფონზე, თავი მეც მიწიერად ვიგრძენი. მრავალი წლის შემდეგ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|