ნაწარმოებები


დაანონსებულია კონკურსი ლილე 2023. ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირი ბობოხიძე
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2022


***

სიცრუეში ცხოვრება, უნუგეშო გოდება,
უსამართლო ბრალდებით ისე გადავიღალე,
ისე გამოვიფიტე, აღარც კი მაგონდება
რომ ოდესღაც  მქონდა და აღარა მაქვს იღბალი

აქ კი მკვდარი თვალები მომეემპათიურა,
თანაგრძნობით სავსე და სიყალბეში მიგდებულ
ოაზისებს გვანან და ჰალუცინაციურად
თითქოს წყალი მე ვიყო, მეძებენ და მაგნებენ

ბოლოს მსვამენ, წყურვილიც რა აუტანელია,
რა პირობა, იმედი ან  და რა სანაძლეო
როცა გარდა სუნთქვისა არც არაფერს ელიან,
არც არაფერს ითხოვენ,არც უფლებას გაძლევენ

აღარც გვემა არსებობს, აიჩეხა მორებად,
გვირილებიც დავღალე უმისობა–მისობით,
ჩემი უსასრულობის ბნელო გარემოებავ,
ნუღა გამასავათებ შენი მარადისობით

აიკინძა ფურცლები, დაიწერა წერილი,
იზომება ნერვები მანკიერი ამპულით,
მე კი შენს პალატასთან, წამლებ გამოწერილი,
ვდგევარ სუნთქვაშეკრული, აბებ გადაყლაპული

ვდგევარ და არ მელიან, რა  შეშვება გაგდება,
თითქოს ქანდაკება ვარ, ვიღაც უცხო სხეულის,
ნადები კი დარჩება სამუდამო ნადებად,
რადგან ქმნილი ეულად, კვდება როგორც ეული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები