ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუჩიანო
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2022


ეჭვები

აზრი ერთია თავში, რომ დარბის,
ათასს საფეხურს მიზნამდე გადის.
დაკარგულ მეგზურს ქვას, რომ მიათრევს
მკვდარი ვარკვლავი გზას გაუნათებს.
 
მთის სახურავზე იისფრად მოჩანს
წითელი ლანდი და ლურჯი დარდი.
ეს ეჭვებია და მათი უფსკრული,
ციცაბო კლდესავით ვერაგი არის.

ფიქრობ აკეთო და გიშლის ეშმაკი -
ის ვინც სურვილებს უსრულებს ყველას.
ვერ გააკეთე ან თუ გაბედე დანაშაული,
ვინ გეტყვის რამეს ან გეტყვის სიტყვას?

ღმერთების სიტყვა გავს ჩემს მუნჯურ წყევლას,
და იქ მოხვედრილს დასდევს სიჩუმე სამარადისო.
ყვირიხარ, როგორც სიკვდილმისჯილი მკვლელი
და მარსივით ხრიოკი სამოთხის ველი
ირგვლივ მოცული უცნობი სიმაღლის წითელი მთებით
დიადი ღმერთების ხსენებას ელის.

სადღას ჩაკარგულ ვულკანურ ქანებს
ელიზიის მთას, გეკატეს და ალბორის თაღებს
ჩემი გონება ღმერთების იმედად ეძებს
და კაცთა მოდგმის წყენით წარმოქნილ გიგანტურ კალდერს
სამარადისო ცრემლებით ავსებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები