ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პროზა
26 ნოემბერი, 2022


...და იყო საღამო, და იყო დილა...“

                                                                               

      თბილისში  ხმა  გავრცელდა ,  საგიჟეში  მოკლესო.
    მოსვენება დავკარგეთ...
მოსკოვში გადავფრინდით სასწრაფოდ.  ნათესავ კაცს  ვესტუმრეთ.
      მისი ცოლი უშიშროების განყოფილებაში მუშაობდა და მათი დახმარებით,  როგორმე, უნდა,    შეგვეღწია        სერბსკის ფსიქიატურულ  კლინიკაში,. 
დაგველოდეთო და ჩვენც, თექვსმეტი  დღე  ველოდით ... 
  შუაღამისას,  დახურული გზებით , გვერდითა შესასვლელებიდან  შეგვაპარეს.
. .  უხმაუროდ    ავუყევით    საფეხურებს  .
პალატაში  შემზარავი სანახაობა  დაგვხვდა .
ერთადერთი საწოლი  და  ტუმბო  იდგა ფანჯრის მოპირდაპირედ.     
  იგი  იწვა...გათიშული, უგონოდ,  კიდურები  ზეწრებით  ჰქონდა გადაკრული საწოლზე.
    ტუმბოდან  თავმოტეხილი ამპულა  უჩუმრად  ჩავიცურე  ჯიბეში. პირველად  ვხედავდი      უმოძრაოდ    და ასე, მდუმარეს.. 
დათრგუნულებმა  დავტოვეთ ქალაქი,რომელიც  გაქვავებულ  ცივ  სარკოფაგს მოჰგავდა

„ყველაფერი  დამთავრდა,ყველაფერი.ვეღარ გავაგრძელებთ ბრძოლას,დამთავრდა საქართველოს გათავისუფლებაზე ოცნება...“ ამეკვიატა საშინელი  ფიქრები.    ქმრის მზერაშიც,      უიმედობა  ამოვიკითხე.
ლაინერი  თბილისის თავზე ტრიალებდა.  მერე,ხრიალით დაეშვა..
          უკუნი სიბნელე  იდგა.  ქვეყანას  ეძინა  ღრმა  ძილით..



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები