| ავტორი: ზუ ჟანრი: პოეზია 26 ნოემბერი, 2022 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
აქ ღამე ნეტარების მანტიით იმოსება და აწი მარადისობა, მისით იზომება. შიშველი ვარსკვლავი საწოლზე ეშვება და ვნებათა ფიქრი ზეწარს ედება, სამყარო ბარბაცებს ამ სექსი ხმაურით და ემუქრება მას სრული დაღუპვით. ვარსკვლავი მალულად თეთრ ღრუბელს ღალატობს, არაფერს უყვება, სულაც არ წუხდება, მას დიდი რქები ძალზედ მოუხდება. * * * * * 'სველი' ვარსკვლავი წყვდიადში მღეროდა, თან ჩერდებოდა, მაკვირდებოდა, თვალებს მორცხვად გამიშტერებდა ჩაიცინებდა, რაღაცას ფიქრობდა და ამ დროს სირცხვილის ალში იწვოდა. დაუოკებელ სურვილთა ქვითინი მესმოდა როცა ლამაზი წელი ხელში იწვოდა, როგორც სანთელი დნებოდა ჩემში და ზედ მეღვრებოდა ვნებათა ეშხი. მოკანკალე ზურგის ალერსით კოცნამ სხეულს დამართა ჩანჩქერის შფოთვა, ტუჩები ტუჩებს ედება, ცხელდება, არ გათენდება - ღამე მნებდება! ჟრუანტელს მივლის განცდის წუთები, ნაზად დავკბინე ნაზი ყურები, კოცნით ატირდა თეთრი მუცელი კალამს დანებდა სუფთა ფურცელი. ალმური ედება დაბერილ ძუძუებს თვალი დასტრიალებს ამ ლამაზ კუნძულებს, კბილები კერტებს ალყაში ბოჭავენ სუნთქვას არ აცლიან კოცნაში ახრჩობენ. გვერდით დგას მრავლის მნახველი მთვარე თეთრი დარაჯი სარეცლის კარზე, იგი მოწმეა, არ დავიღლები მე მასთან სექსით და ვერ აღვწერავ ამას ვერც ერთი ლექსით. სხეული კომეტის მსგავსად ცხელდება სიამოვნება ამ სამყაროში ვეღარ ეტევა, მის სიყვარულს სასიკვდილოდ არ ვენანები ჰადესისაკენ მიმათრევენ ბნელი ძალები. ცოტაც დამაცადეთ, ვერ ვიკლავ წყურვილს მლოკავი ტანით ვერ ვბოჭავ სურვილს, ცხელი სხეულით ვერ ვუმკლავდები ვეებერთელა ვნებების დუღილს. ნეტარების მანტიით შემოსილ ღამით წმინდა გრაალი ამ ჩემს ხელშია, მისი სილამაზე დღეს ჩემს ხელშია, მისი სიყვარულიც დღეს ჩემს ხელშია. თვინიერდება კვნესაში ველური გული და სიღრმეს აღავსებს ეიფორია სრული, მისი ყველაფერი დღეს ჩემს ხელშია ამ ღამით, ვნებათა ქალღმერთი მეწვია. ყველანი გაჩუნდით, ცოტა ხნით დადუმდით, გთხოვთ, ცოტაც დაგვაცადეთ და მერე გახდით ჩვენი მსაჯულნი, რომ მკაცრად დაგვსაჯოთ საზღვრებს გასულნი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ვნებას საზღვარები არა აქვს, არა! ვნებას საზღვარები არა აქვს, არა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|