#მემორია #სამძიმარი
ნინო დარბაისელი
მერე, აბა, ღამე რისთვისაა?
(ერთი მოგონება ზურაბ კიკნაძეზე)
ბატონი ზურა ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც ვცდილობდით, არცერთი მისი ლექცია არ გამოგვეტოვებინა, იმის მიუხედავად, თუ სად, ვისთვის ტარდებოდა იგი, თავისი ყურადღებით გვანებივრებდა. მგონი, ყველას სახელი იცოდა. პირველ ქმარყოფას რომ შევუდექი, ჩემი მამამთილის - ალექსი ჭინჭარაულის ახლო მეგობარი აღმოჩნდა. შეიძლება მერე, როცა მისი წასვლის გამო, მწუხარებით სავსე ეს დღეები ჩაივლის, მოვიცალო და ჩვენს საერთო მეგობრებს ერთი ძველი, სასეირო ამბავი გავახსენო მასზე. მანამდე კი ეს იყოს! მე - ვაჟას ბოლოში ვცხოვრობდი, ბატონი ზურა ავტობუსში, ხან ძველ კაფე “ჩარგალთან”, ხანაც - ადრე რომ ორჯონიკიძის ძეგლი იდგა, იქ ამოდიოდა. დამგზავრებისას იმდენი სისულელე მითქვამს! იცით, როგორ მომიგებდა ხოლმე პასუხს?! - რა საინტერესო რაღაცას ამბობ! დასაფიქრებელია. მერე დრო გასულა, მეტი წამიკითხავს, გამიგია და მე თვითონ დავრწმუნებულვარ, რომ რაღაც დავაბრეხვე… ერთხელ მეკითხება, რატომ აღარაფერს აქვეყნებო? მე თავი ვიმართლე: - ბატონო ზურა, ამ ოჯახის საქმეს ვეღარ ავუდივარ, თან ბავშვი პატარაა... უცებ გაკვირვებული მპასუხობს: - და მერე, აბა, ღამე რისთვისაა?! აი, ხომ არის შემთხვევა, უცებ პატარა წკაპ! და თითქოს გონება გაგინათდება. ასე დამემართა. მას მერე ვცდილობდი, დღის ცხოვრებას, თავისი გასართობებიანად არ ჩამოვრჩენოდი. ოღონდ შუა დღეზე, მომენტს ვიპოვიდი თუ არა, ცოტა უნდა წამეძინა, თუნდაც სკამზე მჯდომარეს, მერე ყველა დამეძინებინა და მთელი ღამე - ჩემს განკარგულებაში იყო. და ასე მოვედი დღემდე. აბა, ღამე რისთვისაა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. აბა, ღამე რისთვისაა? ძილის, დასვენების და ალერსისთვის :)))
აბა, ღამე რისთვისაა? ძილის, დასვენების და ალერსისთვის :)))
2. ძალიანი მომეწონა, ღოგორი ძარღვიანი წერა იცი. ძალიანი მომეწონა, ღოგორი ძარღვიანი წერა იცი.
1. ეს არის მემორიალური პროზა, ჟანრის დაყენება დამვიწყებია. ეს არის მემორიალური პროზა, ჟანრის დაყენება დამვიწყებია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|