ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
26 ნოემბერი, 2022


Машина Времени - Пока горит свеча

https://www.youtube.com/watch?v=IZTVqQwESRI&list=RDIZTVqQwESRI&start_radio=1

დროის მანქანა - ვიდრე არ ჩაქრა და კრთის სანთელი

არის დღეები გულაცრუების -
სიტყვა, მუსიკა, ძალა დაშრება,
გარიყულსაც კი თავთან სრულებით,
არ მომიხმია ვინმე საშველად.

მსურდა ანდეზე მოხეტიალეს
თავის ძიება შორ გზის გათელვით,
მწამდა, იმედის სხივი კიალებს,
ვიდრე არ ჩაქრა და კრთის სანთელი.

ვერ ამამღერებს, ვინც კი მიბღვერის,
დუმილი - ყოვლის დასაბამია,
თუკი მხრებს გავშლი ჩემი სიმღერით,
გაგიძნელდებათ ენა დამიბათ!

თუმც სისხლი დაშრა, ჟამმა შემლახა
და არც სიცოცხლე დამრჩა ხანგრძელი,
ასგზის დავიწყებ ყოველს ხელახლა,
ვიდრე არ ჩაქრა და კრთის სანთელი!..

26 ნოემბერი, 2022 წ.


Машина Времени - Пока горит свеча

Бывают дни, когда опустишь руки,
И нет ни слов, ни музыки, ни сил.
В такие дни я был с собой в разлуке
И никого помочь мне не просил.

И я хотел идти куда попало,
Закрыть свой дом и не найти ключа.
Но верил я — не все еще пропало,
Пока не меркнет свет, пока горит свеча.

И спеть меня никто не мог заставить,
Молчание — начало всех начал.
Но если плечи песней мне расправить —
Как трудно будет сделать так, чтоб я молчал.

И пусть сегодня дней осталось мало,
И выпал снег, и кровь не горяча.
Я в сотый раз опять начну сначала,
Пока не меркнет свет, пока горит свеча.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები