ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
27 ნოემბერი, 2022


Машина времени - Однажды

https://www.youtube.com/watch?v=SINxD9KmiT0

დროის მანქანა - ერთხელ

გეძახი, ოღონდ ჩემი ხავილის,
საუბედუროდ, არ გესმის ჩქამიც
და არსაითკენ მიდის გზაწვრილი,
თუმც დასრულდება მგზავრობა ჩქარი...

სათნო ძმაკაცო - ალალმართლობით
ვეღარ იქნები მოძმის თანმხლები
და კედლის მიღმა ღმერთის წყალობით
მოგეყურება ჩურჩულის ხმებიც...

ძალას დაკარგავს ერთხელ მწყურვალე
წუთისოფელი და ღვთის ამარად
ჩვენს შეცოდებებს ვიგრძნობთ მხურვალედ...

როსმე ერთმანეთს ჩავხედავთ თვალში,
ფრინველებივით შევკრავთ კამარას
და გავფრინდებით მოუსავალში.

სმენას ძლივს სწვდება ჰანგები ჟღერის,
მზის კარს შეგვიღებს არსება ზენა,
მივდივართ, რჩეულ სიმღერებს ვმღერით,
არც სიკვდილია, არც დრო იმქვეყნად.

27 ნოემბერი, 2022 წ.



Машина времени - Однажды

Я зову тебя,
А ты не слышишь - вот беда;
Ведёт дорога в никуда,
И путь всё ближе...

Друг, любезный мой - ты прав,
Уже не надо следовать за мной.
Бог даст - и ты услышишь голос за стеной,
Хоть он всё тише...

Однажды, когда этот мир обессилит от жажды,
И каждый поймёт наконец, в чём он был виноват.

Случится друг другу в глаза
Посмотреть и проститься, как птицы;
Что больше сюда уже не прилетят.

Но, что-то заставит звучат еле слышную ноту,
И кто-то откроет ворота на солнечный свет.
Мы вместе идём - распеваем хорошие песни по Пресне;
И в мире нет смерти, и времени нет.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები