ავტორი: მელანქოლია_ ჟანრი: პოეზია 28 ნოემბერი, 2022
გაჩერებები
კარს შევაღებ და ჩვენს დივანზე არავინ არ წევს - ასე იწყება, რაც მეგონა ადრე სიზმარი.
…
სადა ხარ ახლა, ვის უყვები მოგონილ ამბებს, წვერს რომ ისწორებ წყალს ვინ გისხამს დიდი ჭიქიდან? ორად ვინ გიყოფს გულის ფორმის პატარა აბებს, შენი ყურძნების სანახავად დღეს ვინ მივიდა?
…
შენს სათვალეში, ვხედავ, უკვე ჩააქრეს შუქი, ორი მინიდან შემომყურებს სიცარიელე.