ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2022


***

მე წმინდა,
შენ წმინდა,
ის წმინდა.
ჩვენც წმინდა,
თქვენც წმინდა,
ისინიც...
ხვითქი სდის ცას,
ღრუბლით იწმინდავს.
ქოხებში
ორპირი სისინებს.
ბავშვები შევარდნილ ფერდებით,
ბავშვები უჟანგავ ხუნდებით,
დედები- უმწეოდ ვბერდებით,
მამები- შინ ვეღარ ვბრუნდებით.
დახლები.
დახლები.
დახლები.
მიწური.
კარიბჭე.
გზისპირი.
მე ვკვდები.
შენ კვდები.
ჩვენ ვკვდებით.
თქვენც კვდებით.
ცოცხლობენ ისინი.
მე  მშია.
შენ გშია.
მას შია.
და
ასე.
მუდმივად.
თავიდან.
-გილოცავთ!
- ილოცეთ?
- ნუ სცოდავთ!
-აბა, ჰე, მსვლელობა წავიდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები