ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
1 დეკემბერი, 2022


კავშირი?! - სქესობრივი



ნინო დარბაისელი

კავშირი?! - სქესობრივი

      განა მინდა, ჩემი კარგებო, სიჭკვიანეობებში ხანდახან ფრივოლურობას რომ გამოვურევ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა, ზოგჯერ ანეკდოტზე ზუსტად არაფერი შეესაბამება
რაიმე სიტუაციას.
    აი, მაგალითად, გუშინ ლ. ბერძენიშვილის ნათქვამზე ჩემი რეაქცია დავდე…
    ბერძენიშვილი ვინ არის?!
  დაგავიწყდათ? -  ვიღაცამ რომ მისაყვედურა, ნუ აკრიტიკებთ, ეგ ქართველი სოკრატეაო და მე რომ “ქართველი სოტრაკე” დავარქვი შარშან წინ და მერე ეს დიადი მოგონება სხვებმა რომ მიითვისეს.
  აგორაზე მოჰყვა ამას პროფესიონალური დისკუსია, გალაკტიონი მენშევიკების დროს მთავრობის მდივანი რომ იყო და მისი ხელმოწერილია იმდროინდელი სამთავრობო დოკუმენტები, ოციან წლებში იყო თუ არა ლოიალური კომუნისტების, ახალი კომუნისტური მთავრობის მიმართო?
  აგერ,  ქვემოთ დევს  წყარო, - მისი ჩანაწერი, როგორ ცდილობს, გზა გაიკვალოს ახალ, კომუნისტურ გარემოში….
    ეს რომ საჯარო გამოსვლა იყოს, იტყოდა ადამიანი, მას,  როგორც  ირგვლივ ყველას, სხვა გზა არ ჰქონდა, ეს უნდა ეთქვა საჯაროდ, რომ სიცოცხლე გადაერჩინაო, მაგრამ პირადი, ფურცელთან მარტო დარჩენილი კაცის ფიქრებია.
    ეს ფაქტია.
  ოლია ოჯუჯავასთან რომ ჯვარი არასოდეს დაუწერია, ეს ვიცით. 
    რა თარიღსაც ასახელებენ,  - 1916 წლის აგვისტოში - მხურვალე  ათეისტი იყო ის ქალი და ჩემოდნებზე იჯდა, რომ მოსკოვში ჩასულიყო, რევოლუციაში აქტიურად ჩაბმულ  კომუნისტ, ათეისტ ძმებსა და ახლობლებს მხარში დადგომოდა და  მღვდლის წინ, გვირგვინქვეშ დადგებოდა ეკლესიაში?
    გუშინ ხომ დავდე დოკუმენტი, - მათი ქორწინების მოწმობა, სადაც 1921 წლის
25 ოქტომბერი წერია.
    ხომ არ შეგახსენოთ, რა დროა?
    მენშევიკების მთავრობა  -გაქცეულია,
სათავეში -  ბოლშევიკური, კომუნისტური მთავრობაა და ვინაა ამ მთავრობის ბირთვი? - მოსკოვიდან დაბრუნებული ოლიას, ოკუჯავების ოჯახი ხომ არა?
  გენიოსი გალაკტიონის “ყველაფერში გამპრავებლები” არა და არ აღიარებენ ამ ფაქტებს.
მოდით და მე, თავით ფეხებამდე კახელს ნუ გამახსენდება  ეს ძველი ანეკდოტი:
    მიხო პარტიაში შედის და გასაუბრებაზე ეკითხებიან, კომუნისტურ პარტიაითან რა კავშირი გაქო და სქესობრივიო.
    ეგ როგორა,  კაცოო?!
როგორა და,  ცოლი მყაავ პარტიი წევრიო.
      ახლა ენაკვიმატობაში არ გამეჯიბროთ და არ მითხრათ, გალაკტიონს კომუნისტები რომ ეჯავრებოდა, სწორედ იმიტომაც შეირთო  ის ქალი ცოლად,  ოფიციალურად უხნავდა  ქართველ კომუნისტებს  ტყავისჩექმებიან, მაუზერიან დედას - ოლია ოკუჯავასო, თორემ ჩემზე ამბობენ, ისეთია, პასუხისთვის ჯიბეში ხელს არ ჩაიყოფსო!

https://galaktion.ge/?page=Diaries&year=1921&p=1&id=3279

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები