ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
30 ნოემბერი, 2022


Машина Времени - Поворот

https://www.youtube.com/watch?v=pz97EyhDibU

დროის მანქანა - მოსახვევი

სიტყვა მივეცით ერთმანეთს, მარად
გზაზე გვეარა პირდაპირ, მაგრამ,
მოხდა, ვით სურდა ნებას განგების...
თუ გავამხილეთ გულისნადები -
ცვლილება ყველას დატოვებს სახტად
და ყველაფერი სულერთი გახდა...

მისამღერი:

აგერ, შემდეგი მოსახვევია,
ძრავი რახრახებს, წინ კი ხევია,
ჩვენთვის იღბალმა რა მოინება,
გადაჩეხვა, თუ აღორძინება,
ფონი გველის, თუ წყალღრმა დინება?
რა განგვისაზღვრა არსთა გამრიგემ,
როცა მოვუხვევთ, მერე გავიგებთ.


ნუ შეგაშინებთ ბედის მკაცრობა,
თუკი ჯერ კიდევ შეგრჩათ კაცობა,
ზენამ მოგმადლათ გულმამაცობა...
გქონდეთ მიზანი გამოკვეთილი
და მოსახვევიც, ვით გზატკეცილი
დაგხვდეთ უსაფრთხო, მუდამ კეთილი...

30 ნოემბერი, 2022 წ.


Машина Времени - Поворот

Мы себе давали слово
Не сходить с пути прямого, но
Так уж суждено...
И уж если откровенно —
Всех пугают перемены, но
Тут уж все равно...


Припев: (×2)

Вот. Новый поворот.
И мотор ревет.
Что он нам несет.
Пропасть или взлет.
Омут или брод.
Ты не разберёшь,
Пока не повернешь


И пугаться нет причины,
Если вы еще мужчины, вы
Кое в чем сильны...
Выезжайте за ворота
И не бойтесь поворота, пусть
Добрым будет путь...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები