ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2022


აქ შემოდგომა მალე მოდის

აქ შემოდგომა მალე მოდის,
ტყე იცვლის ფერებს,
და მონაბერი ჩქარი ქარით,
წარმოსთქვავს ბგერებს.

აქ შემოდგომა მალე მოდის,
არ აცდის ზაფხულს,
რომ თვე თავისი დაასრულოს
სილაღით გართულს.

აქ შემოდგომა მალე მოდის,
ყვითელ ფერებით,
გადაუფერავს, ხეთა მწვანე
ფოთლის მშვენებით.

აქ შემოდგომა მალე მოდის,
წაიღებს სითბოს,
განებივრებულს ამ ზაფხულში
ზამთრისკენ იხმობს.

აქ შემოდგომა მალე მოდის,
და მელეც წავა,
მოვა ზამთარი ადრეული
მზეც ჩქარა ჩავა.

ყველა სეზონი მალე მოდის,
გზა აბნეული,
რადგან ბუნება გახდა
თითქოს გადარეული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები