ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2022


უსათაურო

გზააბნეული, ვით მთვარეული,
წუხელ ლიახვის სანაპიროსთან
მოშავო ფიქრით გულამღვრეული,
კვლავ ვიგონებდი ნიკო ფიროსმანს.

სადღაც შორს თითქოს მიკიტანების
ხმაც ჩამესმოდა ომახიანი,
ყარაჩოღელთა ბასრი დანები
ელავდნენ ცაზე, ღამე გვიანი...

იყო და იცი, სამყარო დუმდა,
მთელი ცხოვრება წამში გავიდა
და მღელვარება, ვით თოვლის გუნდა
დაგორებული ნი, მწვერვალიდან,

გადაქცეული საშინელ ზვავად,
მემუქრებოდა ისევ წალეკვით,
ჰო, ვაღიარებ, დარდით ვარ ავად
და ვუძლებ უკვე ბოლო ძალებით.

არ დაგენგრია ნეტა ის ხიდი,
შემატყვეს გუშინ ფეხის არევაც,
დღეს უკანასკნელ ნი, ვარდს გიყიდი,
მერე დუქანში კვლავ დასალევად

წავალ, რომ ისევ ჭიქა არაყით
ჩავიწვა სულო, დამპალი მკერდი,
ძნელია, კაცი ტკივილს არ აჰყვე,
როცა არავინ მოგყვება გვერდით.

აღარც მოველი, იცოდე მნახველს,
ცამდე ასულა ღამე ტიტანი,
ადევნებული ნი, შენი სახე,
ფურცელზე მინდა გადავიტანო,

მაგრამ მე ხატვის არა მაქვს ნიჭი,
ისევ ლიახვის სანაპიროსთან,
მივდივარ, ვუთხრა, რომ ძლიერ მიჭირს,
ჩემებრ დაკარგულ ნიკო ფიროსმანს...

დანტე დარდიანი        30/11/2022

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები