 | ავტორი: კოლანი ჟანრი: პროზა 2 დეკემბერი, 2022 |
"ბარიდან ბრუნდებოდა საიაკი მატე,როდესაც ქუჩაში ძველი მეგობარი გადაეყარა. ჰეი საიაკი- დაიძახა უცნობმა და პლაშის ჯიბიდან ამოყოფილი ხელი ფოთოლივვით აამოძრავა. საიაკი ფხიზელი იყო ამიტომ სიმართლის დამალვა გაუჭირდებოდა ,ცოტა ნაბიჯებს მოუჩქარა . უცნობმა კიდევ მრავალჯერ დაიძახა მისი სახელი და შემდეგ ჯიბიდან ქვა ამოიღო - საიაკი გამომხედე ,თორემ ქვას დაგიმიზნებ,ვიცი რომ გესმისს. კაცს გაახსენდა ძველი მეგობრის ხასიათი და ეჭვი არ შეეპარა რომ ქვას ესროდა , ამიტომ გაიხედა. - ჰეჰე ჰე , მშიშარავ . შემდეგ მიუახლოვდა და ხესავით მდგარ საიაკის შემოხვია ხელები. - არ მეგონა თუ ასე გამიხარდებოდა შენი ნახვა , შენ კიდევ მემალები. მაგრამ რატომ?- ეს თქვა თუ არა ხელები მოაშორა და ეჭვიანი და დაჟინებული მზერით შეხედა. საიაკი მდუმარედ იდგა ,მაგრამ გადაწყვიტა მაინც ეთქვა -თუ შენ ჩემი მეგობარი ხარ ,ჯიბეები რატომ გაქვს სავსე ქვებით?, უცნობს გაეცინა და ორი სიტყვა ამოილუღლუღა- იმიტომ რომ თავდასხმისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო მეგობარო .ყურადღება იცი რა ღირს? - ეს უტოლდება ყველაზე ძვირადღირებულ მეტალს- ოქროს . ზოგჯერ რთულია დღისით ,მზისგან განათებულ ცისფერ ილუზიაში იპოვო სისხლი. მაგრამ ის ყველგან არის და ამის სანახავად საკმარისია ერთი არასწორი სვლა ,არასათანადო მომზადება თვითგადარჩენის და გათაფლული პილპილის ანუ კაცობრიული სიყვარულის რწმენაში. საიაკი უსმენდა და ამ წამამდე ეგონა,რომ ვინც თამაშობს მხოლოდ ტყუილზე აგებს საკუთარ სვლას,მაგრამ ძველი მეგობრის საუბარში იპოვა ის კუთხე რომელიც აქამდე უბრალოდ ვერ შეამჩნია. -გინდა თქვა რომ ქვებით იმიტომ დადიხარ, რომ სამყაროს სიყვარული არ ესმის სწორად? და ეს ყველაფერი , ანუ ეს მთელი კეთილი საქმენი თუ ერთმანეთის გამხნევება საბოლოოდ მხოლოდ ბრძოლაა საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებისა და სხვისი სისუსტის კონტროლის? - კი საიაკი სწორად მიმიხვდი. მე შენ მართლა მიყვარხარ,მაგრამ თუ შენ გადამეღობები ან რამეს ჩემზე უკეთ გააკეთებ ,თუ მე შენში დავინახავ ჩემზე უფრო დახვეწილ ან შემდგარ პიროვნებას მე უკვე დაგიწყებ ამ ქვის სროლას. რატომ? იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ დოღზე ვარ, სადაც ჩემმა ცხენმა უნდა გაიმარჯვოს ,რადგან მთელი ჩემი შემდეგი ცხოვრება ,თავისი მატერიალური გამოვლინებით ამ ცხენზე დადებულ ფულზეა დამოკიდებული. და იცი რა? საიაკი შენ შეიძლება ღმერთის კაცი იყო. მაგრამ თაცადაც ხო იცი რომ არჩევანი ზოგჯერ შორეულია და როცა გვშია ახლოს რაც დაგვიდეს ან თავად გავზადეთ საკუთარ თავებს იქედან ვირჩევთ. შეიძლება კუჭმა შეგვაწუხოს ან სხვა კომპლექსები ამოტივტივდეს ზედაპირზე ,მაგრამ იმ მომენტში ხმას რომელიც შიმშილის შეუჩერებელი განგაშია უბრალოდ ვერ ვუარყოფთ. საიაკიმ შეხედა კაცს ,რომელიც თუმცა კი შორს იყო სულიერების მდგომარეობიდან. მაგრამ რასაც საუბრობდა მისი ცნობიერებიდან ის იყო ცამდე გულწრფელი და ახლა ვერანაირი სიტყვა მას ვერ აუხსნიდა და მისცემდა იმედს ,რომ ამ მოჯადოებული წრის მიღმა არსებობს სხვა მდგომარეობები . ამიტომ მის ცხოვრებისეულ გაკვეთილს მიანდო ეს პროცესი , გადაეხვია ძველ მეგობარს და ჯიბეები ქვებისგან შეუმჩნევლად გაუსუფთავა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა გულწრფელობისთვის <3 დიდი მადლობა გულწრფელობისთვის <3
1. იგავური თხრობაა. ცოტა დახვეწა მოუხდება. მაინც ფრიადზე შევაფასებ.
იგავური თხრობაა. ცოტა დახვეწა მოუხდება. მაინც ფრიადზე შევაფასებ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|