ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერ
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2022


ვეძებ.

ვეძებ მე ღმერთებს, რომელთა ძალაც
ჩამომაცილებს ჩაჟანგულ აბჯარს.
ვეძებ მზის სხივებს, რომელთა ცვენაც,
აისხლეტს ნაკვთის მაგიურ ცქერას .
ვეძებ სულ ტალღას, რომლის სურნელში,
ჩაიფუფქება ფიქრი ულევი.
ვეძებ სამარეს, რომლის ლურსმნები,
სხეულს ჩაალპობს მიწა უდრეკში.
ვეძებ მე ცრემლებს, წვიმა რომლების,
ჩააკლავს ვერაგს ამაყ მორებში.

მეძებს მე ღმერთი, ძალა რომლისაც,
სხეულს უსანთლოს ჩუმად დაანთებს.
მეძებს სხივი მზის, რომლის ზე-ცვენა,
დაათბობს კუნთებს, ჯაჭვში ჩაბორკილს.
მეძებს მე ტალღა, რომლის ზე-ძალა,
შეეკედლება აოხრებულ მხარს.
მეძებს სამარე, რომლის კუთხეში,
შემოკალათდა ჩუმი ჩრდილები.
მეძებს ცრემლები, რომელთა ფეთქვა,
სიცოცხლეს შესძენს ცოცხალ-მკვდარ მზერას.

ვერ შემხვდა ერთი,
ვერც მნახა ვინმემ.
ასე ულევად გული მიფეთქავს.
ძნელია სუნთქვა,  სიღრმებნელეთში,
ჟამს უჰაეროს მოვესწრო იქნებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები