ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგივარამაშვილი
ჟანრი: თარგმანი
4 დეკემბერი, 2022


შენ უცოდველო

                                            შენ უცოდველო, შეუცდომელო
                                      მპყრობელო ანგელოზების გუნდისა,
      მაღლა ცაში და მიწაზე ყველა ქმნილის ღვთისმშობელო, დედოფალო!
                                      დედა ღვთისა, წმინდა ქალწულო,
                                  შენ განკვეთ ბნელს და ნათელი დადგება,
            დაუსრულებელი სიყვარულის ძირო, ღვთის ქმნილებების მცველო!
                        ქრისტიანების, ებრაელების და ურწმუნოების შემრიგებელო,
                                                              სიკეთის დამნახავო,
                                        საღვთო სამჯავროზე ცოდვილთა დამცველო!
                        შენ და შენ ვაჟს შეგიძლიათ ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა,
                            თქვენ ხართ ჩვენი მცველნი ათასგვარ უბედურებისგან




რაინმარ ფონ ცვეტერი(1200(?)-1248(?)) მეცამეტე საუკუნის გერმანელი პოეტი.რაინმარ ფონ ცვეტერი სავარაუდოდ ცოიტერნის გვარის მქონე რაინდების შთამომავალია. იგი სავარაუდოდ ბადენ ვიუტერმბერგიდან ჩრდილოეთ, ბრუხსალთან ახლოს მდებარე ცოიტერნის დასახლებაში დაიბადა. მის შემოქმედებიდან ირკვევა, რომ ის მდინარე რაინის ნაპირას დაიბადა და გაიზარდა ავსტრიაში. რაინმარ ფონ ცვეტერი ბრმა პოეტი იყო და მის ნაკარნახევს სხვები წერდნენ.რაც შემორჩენილია, მათგან პირველი ლექსი 1227 წლით თარიღდება და უკანასკნელი 1248 წლით..რაინმარ ფონ ცვეტერის პოეზიაზე ვალთერ ფონ დერ ფოგელვაიდეს გავლენა იგრძნობა. ის ვალთერ ფონ ფოგელვადესთან და ფრაუენლობთან ერთად მეცამეტე საუკუნის გერმანულ პოეზიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოეტად ითვლება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები