| ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 5 დეკემბერი, 2022 |
ნუ იხმაურებ, მეგობარო, აქ ღმერთებს სძინავთ, ჯერ კიდევ ფერფლად არ ქცეულა დიდი ტაძარი, სანამ გუმბათთან ავარდება ღამის ხანძარი, სანამ ღრუბლებსაც წამოცდებათ სეტყვა ან წვიმა, ნუ იხმაურებ, მეგობარო, მოდი, გადავწვათ ეფესოს გული, არტემიდას ტაძრის კათედრა, სანამ შავ ლექსებს დასაბეჭდად გადავათეთრებ, სანამ თეთრებსაც მივიჩნევდე ერთ დიდ მარაზმად, ნუ იხმაურებ, მეგობარო, მე ასანთს მოგცემ, გადავწვათ ყველა წიგნსაცავი, მხოლოდ ზეპირად, რაც დავიხსომეთ, ის გადარჩეს და ვინებივროთ, არავინაა განმკითხავი. მხილველი. მოწმე. ნუ იხმაურებ, მეგობარო, აქ ღმერთებს სძინავთ, ჯერ კიდევ ფერფლად არ ქცეულა დიდი ტაძარი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა, ვიკა <3 მადლობა, ვიკა <3
7. ნუ იხმაურებ, მეგობარო, აქ ღმერთებს სძინავთ, ჯერ კიდევ ფერფლად არ ქცეულა დიდი ტაძარი...
მხოლოდ ეს იქნებოდა 5-ის ღირსი, სხვა დანარჩენიც რომ არ დაგეწერათ... 5 ნუ იხმაურებ, მეგობარო, აქ ღმერთებს სძინავთ, ჯერ კიდევ ფერფლად არ ქცეულა დიდი ტაძარი...
მხოლოდ ეს იქნებოდა 5-ის ღირსი, სხვა დანარჩენიც რომ არ დაგეწერათ... 5
6. დაბრუნდი? :) დაბრუნდი? :)
4. ძალიან რომ მოგწონს ეგ მომენტი ... ძალიან რომ მოგწონს ეგ მომენტი ...
3. ანი <3 მიაღწია, კი, ქალბატონო მზია :) ანი <3 მიაღწია, კი, ქალბატონო მზია :)
2. მაინც მიაღწია ჰეროსტრატემ / ჰეროსტრატოსმა/ მიზანს, უკვდავჰყო თავისი სახელი.
მაინც მიაღწია ჰეროსტრატემ / ჰეროსტრატოსმა/ მიზანს, უკვდავჰყო თავისი სახელი.
1. გამოფენაზე რომ მითხარი, მიხვდები ჩემი რომელიც არისო, მივხვდი :))) კარგია ძალიან, მიყვარს ასეთი სტრუქტურა და სათქმელის ასე მანიფესტივით გადმოცემა. გამოფენაზე რომ მითხარი, მიხვდები ჩემი რომელიც არისო, მივხვდი :))) კარგია ძალიან, მიყვარს ასეთი სტრუქტურა და სათქმელის ასე მანიფესტივით გადმოცემა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|