ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2022


სასაფლაოს ყვავილები

ქალი, რომელიც ყვავილებს რგავს სახლის გარშემო,
უკვე მოხუცდა, ფიქრობს რომელი სასაფლაო მოინახულოს ამ უქმეებზე,
ერთგან მშობლები ჰყავს ღრმად დამარხული, აღარც კი ახსოვს მათი ხმები,
მათი სუნთქვა
და არც ხროტინი სიკვდილამდე რომ გვჩვევია.
საზარელია, მაგრამ თურმე დავიწყებადი, იქვე ძმაცა ჰყავს დამარხული, ცეცებ- ცეცებით და მსუბუქი ცქვიტი ფეხებით გაიკვალავდა გზას იქამდე,  თუმცა კი უფრო ახლო საფლავზეც სწყდება გული, სულ სხვა მხარეს რომ ელოდება, უფროსი ძმისგან საყვედური მიიღო სიზმრად, რად არ მოხვედი, ჩემო სულო, შენ რომ დამპირდი ის ყვავილები, სახლის გარშემო დაგირგავსო უკვე ბოლომდე.
ფიქრობს და დარდობს, როგორ ავალ  ორივეგანო, დედისკენ უფრო მიუწევს გული,
იქნებ ჩამიკრა შენს გულსა და ფართე კალთაში,
გადმომაფარო ცივი კალთა შენი სამარის და შენში გავთბე მარტოობით დამზრალ- მაშვრალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები