ბუმბულო, ჩემი ბალიშისა, რამ მოგაშორა, იმ კარიბჭიდან, იდეალურ სამყაროსთან რომ მაკავშირებს.? იმ სამყაროსთან, სადაც შეძლებ და "გაასწორებ წარსულს ლექსივით", ცარცივით წაშლი ყველა შეცდომას, მოქარგავ, ყველა ვერნათქვამ სიტყვას, უმოქმედობის გამო სინანულს მოქმედებით გააცამტვერებ. რამ გაიძულა გამოსცლოდი სრულყოფილი სამყაროს საზღვარს, სადაც ძალიან ადვილია არყოფნაში გადანაცვლებულთ ესტუმრო და დაირწყულო მონატრების გვალვისაგან დამსკდარი გული. ჰეი ბუმბულო, ყოველი ჩემი წუხილის და დარდის მხილველო, იქნებ შენც გინდა, იმ ტკბილ დროზე მიამბო რამე, სანამ შენს სხეულს წააკლავდნენ ცხვარსა და ძროხას, წიწილებს რომ ეფოფრებოდი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|