ბარაქიანად მოისხა საამდრო ვაშლმა... სეტყვასავით სცვიოდა, რაც ხეზე დარჩა დამსხვილდა, თაფლივით დატკბა. ბებია არ ჭამდა. არადა, ვიცი, ხინკალსა და მწვადს ურჩევნია. -ბებია, რატომ არ ჭამ? - ვკითხე იქვე მყოფს. -ფერისცვალებამდე არ შეიძლება. -რატომ? -იქ, საიქიოში ჩემს შვილს ეტყვიან, დედაშენმა შეჭამა შენი წილიო და ვაშლის გარეშე დარჩება. -საიდან მოიტანე? თანაც, მას შემდე 60 წელია გასული. -ეგრეა ნათქვამი! - მითხრა და თავი ამარიდა.
ფერისცვალებას ყველაზე დიდი ვაშლები შევარჩიე ბებიასთვის. -გავიდეს დღე, მერე შევჭამო, - მითხრა. მიხვდა, მეწყინა და დილით ფანჯარაში ამომძახა, -პურს გამოვიტან ვაშლს შევატანო. მაინტერესებდა, მართლა თუ შეჭამდა და მზერა მივადევნე. ბაღისკენ წავიდა... ვაშლები ღობიდან გადაყარა, კმაყოფილმა დაიფერთხა ხელები და ცარიელა პურის ჭამით გამობრუნდა.
ანა გელაშვილი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გაიხარეთ ♥️ გაიხარეთ ♥️
1. რწმენად ქცეული ცრურწმენა.
მეც მსმენია ეს სოფელში.
კარგად იყო 100 სიტყვაში ჩატეული.
რწმენად ქცეული ცრურწმენა.
მეც მსმენია ეს სოფელში.
კარგად იყო 100 სიტყვაში ჩატეული.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|