ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერ
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2022


ერი

- ფრიად თამამი უნდა იყო, მე რომ შიშველი მახვილით მესტუმრო.
- სხვა გზა არ დამიტოვა, შენმა ამალამ.
- სხვა გზა ? ვინ მოგცა, გზის არჩევის უფლება ?
- არავისთვის მიკითხავს, რა გზაზე უნდა მევლო. დაე, თუ წინასწარ გაწერილია ბედი ჩემი, იყოს ეგრე. არ მეშინია სიკვდილის, რომელიც თავისუფლების სურნელს შეიგრძნობს.
- შენი სიკვდილი მე ვარ. თავისუფლების არა, მაგრამ ურჩი მეომრის სუნი ნამდვილად მცემს. საბოლოო ჯამში, ვის მხრებზე უნდა ჩამოებღაუჭოს შენი სული ?
- მივყვები, ურჩი გმირების დინებას. შეიძლება, ამ უსასრულო გზას ბოლო არც გამოუჩნდეს... მაგრამ მე მზად ვარ.
- ეს... უსუსური მახვილი... რისთვის გააშიშვლე ? ნუთუ ისიც გაიფიქრე, რომ ჩემთან შებრძოლება მოგიწევს ?
- ბრმა რწმენა ენერგიას აფრქვევს, რომელიც შეიძლება ვინმემ შეამჩნიოს.
- ბრმა რწმენა არ დამუხტავს შენს მახვილს, დამანგრეველი ძალით, რომელიც მე გამაოცებს. სამწუხაროდ. იცი ? როგორ მომენატრა, ღირსეული მეტოქე... ატე'ს, შენ აქამდე ვერც მოხვიდოდი, რომ არა ნება ჩემი.
- მე არ მითხოვია, ადვილი გზა შენამდე. გვიომია, დაგვიმარცხებია იმპერიელები.
- ჩემო ბრმა მეგობარო, დაიოკე ემოციები. მაშინ, როცა შენი რასა, ხეზე ცოცვას სწავლობდა, ჩვენ ვარსკვლავებს შუაზე ვხლეჩდით, რათა ქაოსის ულევი ძალა დაგვემორჩილებინა. უბრალოდ, შეეგუე იმ ფაქტს, რომ ამ პლანეტის უმაღლეს წერტილზე, იმპერიის ალამი იფრიალებს.
- როგორ შეგიძლია, წაართვა არჩევანის უფლება, ამდენ თავისუფალ ადამიანს ?
- მე...
- შენ შენს საქმეს აკეთებ არა ?
- არა.
- მაშ რატომ ხარ, ეგეთი უგულო ?
- შენს გონებას არ ძალუძს იმ ენერგიის, სევდის და სხივის შთანთქმა, რომელსაც მე ყოველ წამს ვყლაპავ. არემარეს დასაბალანსებლად, რამოდენიმე ფიგურაა საჭირო. ერთ-ერთი ვარ მე. შემქმნელისაგან ხელშეხებული, ვერასდროს გახდება უბრალო მომაკვდავი, ატე'ს.
- ამომხადე სული, მე ვერ შევეგუები იმპერიის ალამს.
- ნუ მასწავლი შენს განაჩენს, როცა დგახარ ჩემს წინ. გაუდექი გზას, ურჩო მეომარო. კიდევ არაერთხელ გამოადგები შენს ერს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები