ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პროზა
9 დეკემბერი, 2022


შაქარბიჭუნა

I თავი

შაქარბიჭუნას დაბადება

        ოქროსფერი ბურთი რომელსაც ჩვენ მზეს ვუწოდებთ უკვე ამოგორდა ცაზე და თავისი ჯადოსნური სხივები მიმოფანტა დედამიწის ყოველ კუთხეში, გაანათა და გააბრწყინა სამყარო, დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, დღეს იუბილარი ვარ და ალბათ ამიტომ მეჩვენება ასე განსაკუთრებულად დღეს მზის ამოსვლა, გამორჩეული დაბადების დღეა ჩემთვის, არა ოქროს დაბადების დღე არ გეგონოთ არ შეცდეთ, თუმცა პირველად ვხვდები დაბადების დღეს ჩემი სტატუსით. რა სტატუსით? დავიჯერო დაგაინტერესათ? ხოოდა მაშინ გეტყვით, მე შაქარბიჭუნა ვარ!

ალბათ გაგიკვირდათ და ვერც გაერკვიეთ რას ნიშნავს ეს,,,, ხო მე არ ვარ არც ვარსკვლავბიჭუნა და არც ოქროსბიჭუნა, თქვენ კი გისურვებთ ორივე გახდეთ, მე უბრალოდ შაქარბიჭუნა ვარ, ესე დედამ შემარქვა სწორედ მაშინ როდესაც დიაბეტი დამიდგინდა. დაგაბნიეთ? თქვენ ალბათ არც ის იცით დიაბეტი რა არის, არ იცით და გეპატიებათ, მაგრამ ეხლა მე შევეცდები გაგაცნოთ იგი,

შაქრიანი დიაბეტი ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მომატებით. არსებობს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. ბავშვებში ვითარდება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ამ დროს ვერ ხდება ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება უნდა მიეწოდოს

ის.

კარგია თუ არც აქამდე იცოდით რაიმე და ვერც ჩემი ნათქვამიდან გაიგეთ რა არის დიაბეტი. აი მე კი ვიცოდი, რაც მეხსიერება მაქვს ეგ თემა ჩემს ოჯახში აქტუალური იყო, ბაბუა მყავს დიაბეტიკი და ამიტომ, მე ყველა შესაძლო გართულებაზე მქონდა წარმოდგენა, ჯერ კიდევ მაშინ სანამ მე დამიდასტურდებოდა და ალბათ სწორედ ამიტომ განვიცადე ესე ძალიან ეს ამბავი…..



ეს მოხდა ნოემბერში, სპორტი |ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ჩვეულებრივ ვარჯიშიდან დაღლილი ვბრუნდებოდი ყოველ საღამოს, მაგრამ ვგრძნობდი რომ ყოველი ახალი დღე უფრო დამღლელი იყო ჩემთვის, ვუმატე წყლის სმას, ღამით პირი მიშრებოდა და ხშირად ვდგებოდი, დედა ამ სიმპტომებმა დააეჭვა და ერთ დილით განმიცხადა:

- მოდი შაქარი გავიზომოთო,

არ შევწინააღმდეგებივარ რადგან ის ჯადოსნური აპარატი რომელიც ბაბუას უჯრაში ინახებოდა ყოველთვის იზიდავდა |ჩემს ყურადღებას, ხშირად მინატრია კიდეც ნეტავ მეც გამისინჯავდნენთქო შაქარს და იმ დილით წლების ნატვრა ამიხდა, დედამ ბაბუას უჯრიდან აპარატი ამოიღო, ჩხირი შეცვალა და პასტის მსგავსი ნემსი თითზე დამარჭო, ოდნავ ვიგრძენი ტკივილი, მაგრამ ყველზე მეტად დედის წაშლილმა სახემ შემაშინა, მე და ჩემი და რომელიც ხელჩაკიდებუილი მგულშემატკივრობდა დავიბენით, \

- რამდენია?- აპარატზე დახედვა ვერ გავბედე ისე ვკითხე დედას,

- 398- გაიღიმა დედა,მე კი მისი ღიმილის მიღმა საშინელი შიში დავინახე,

- კარგია ხო?- კითხვა გააგრძელა ჩემმა პატარა დაიკომ.

მე უკვე პასუხი აღარ მომისმენია, დედის თვალებში დანახულმა შიშმა მთელი სხეული მოიცვა, აკრძალვები, დიეტები, წამლ;ები, გართულებები და კომა,,,,, ეს ყველაფერი ამერია გონებაში,

“ რატომ მე?, მე რატომ?-ეს კითხვა მიღრღნიდა ერთდროულად გულსაც და სულსაც.

- ეხლა დიეტა დავიცვათ და ყველაფერი თავისით ნელ-ნელა დალაგდება,-მიმტკიცებდა დედა მაგრამ ვატყობდი რომ თვითონ არ სჯეროდასაკუთარი ნათქვამის და მე როგორ დამეჯერებია?

- ეხლავე წავალთ ექიმთან-მითხრა მამამ რომელიც სამსახურიდან დაბრუნებულიყო და ალბათ შემთხვევით მოკრა ჩვენს საუბარს ყური, თუ დედამ დაურეკა ეს დღემდე უცნობია ჩემთვის, მე კი გავიქეცი და მაგრად ჩავეკარი გულში მას, თითქოს ამ ჩახუტებით ვცდილობდი დამეხწია თავი ამ დავადებისგან, მეგონა რომ ჩემი მამა ყოვლისშემძლე იყო და ერთად ამას შევძლებდით,

- -შენ ჩემი ძლიერი ბიჭი ხარ და მალე გამოჯანმრთელდები!-მამის სიტყვებმა კიდევ უფრო მომცა რწმენა

ყველაზე მთავარი დამავიწყდა ეს ყველაფერი 14 ნოემბერს დიაბეტის საერთაშორისო დღეს მოხდა. როცა მსოფლიო დიაბეტის დამარცხებაზე საუბრობს და მის ირგვლივ ერთიანდება მე დიაბეტიანთა რიგებს შეუერთდი. რას ვიზამთ ესეთია ცხოვრების კანონები



ჩემი კანფეტები

  მას შემდეგ რაც შაქარბიჭუნა გავხდი ერთი უცნაური ჩვევა დამჩემდა, რადგან ტკბილეულის ჭამა ამეკრძალა, გადავწყვიტე ყველაფერი შემეგროვებია, ყველაფერს რასაც ჩემს დას უყიდდნენ ან მოუტანდნენ ჩემთვისაც უნდა მოეტანათ, მაგალითად შოკოლადი, კანფეტი ან თუნდაც ნამცხვარი, მე ჩემ წილს ჩემს კონტეინერში ვინახავდი და საგულდაგულოდ ვმალავი, რატომ? რომ გეკითხათ ალბათ ვერ გიპასუხებდით ან გეტყოდით რომ მე ესე მინდა და განა ეს დანაშაულია?, ვინახავ იმ დღისთვის როცა დიაბეტეს დავამარცხებ და მათი ჭამა შემეძლება.

დედიკოც ღიმილით გვიყოფდა თანაბრად ყველაფერს,ერთ საღამოს კი რეალობას შევეჯახე. რა მწარეა სიმართლე ზოგჯერ.

სამზარეულოდან რაღაც ხმაურმა გამაღვიძა, წამოვდექი, რომ გამეგო რა ხდებოდა და სამზარეულოს კართან მისული უსულო საგნად ვიქეცი, რატომ?

დედას ჩემი კონტეინერი გადმოვარდნოდა და იქ შენახული ტკბილეულობა სამზარეულოს ყველა კუთხეში მიმოფანტულიყო, დედა და მამა ორივე დახრილიყვნენ და აგროვებდნენ, დედას თვალებში ცრემლი კიაფობდა და თითქოს სლუკუნებდა, იმ საღამოს შევამჩნიე პირველად დედის თვალებში ცრემლი

-იქნებ სჯობია ავუხსნათ რომ არ ღირს შენახვა- ჩუმათ ჩაიჩურჩულა მამამ

-არა ცოდოა აგროვოს! უხარია!

- როდემდე?

- მეც მიჭირს ვუყურო როგორ აგროვებს ჩემი შვილი შოკოლადებს რომელსაც ვერასდროს ვერ შეჭამს, მაგრამ ჯობია აგროვოს! -უკვე ხმით ატირდა დედა, ეს სიტყვები გულში დანასავით დამესო, გიგრძნიათ ჭრილობიდან როგორ მოგდით სისხლი?აი ისე ჩამეღვარა გულში რაღაც, ადგილიდან მოვწყდი და საბანს შევაფარე თავი, მთელი ღამე არ მომიხუჭავს თვალი “რომელსაც ვეღარასდროს შეჭამს” ლახვარივით მესობოდა ეს სიტყვები გულზე და ამოსუნთქვის საშვალებას არ მაძლევდნენ, სად არის გამოსავალი? სად? და უცებ გონება გამინათდა გამოსავალი გამოჩნდა, როდესაც მშობლებმა დაიძინეს სამზარეულოში შევიპარე და ჩემი კონტეინერი საძინებელში შენოვიტანე

  მეორე დილით უჩვეულოთ მაღალი შაქარი დამიფიქსირდა, შეშინდნენ და გაუკვირდათ მშობლებს, მაგრამ არ გამკვირვებია მე, არა არ გეგონოთ რომ მთელი კონტეინერი ტკბილეული შევჭამე, არა ბატონო, შაქარი ბევრმა ფიქრმა და უძილობამ ამიწია, ტკბილეული კი ჩემს ჩანთაში მოვათავსე რათა ჩემი კლასელებისათვის დამერიგებია და გამეხარებია.



ჩემი სკოლა და კლასელები

10 წლის ვიყავი და მეხუთე კლასში ვსწავლობდი შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი რომ დამისვეს, ალბათ თქვენც იცით რა რთულია იყო მეხუთე კლასელი, მგონი ყველაზე რთული კლასია და იცით რატომ? თუ უფროსი ხართ გეცოდინებათ თუ არა და საკუთარ თავზე თუ არ გამოსცადე ისე ვერ მიხვდები, გემატება ახალი საგნები, ახალი მასწავლებლები, ყველა მასწავლებელი მისი საგნის უპირატესობაზე საუბრობს, ყველას უნდა რომ მისი საგანი განსაკუთრებით კარგად ისწავლო და გამორჩეული იყო, შენ კი ერთი ხარ და არ იცი საიდან დაიწყო, იმ საგნიდან რომელიც ყველაზე მეტად გერთულება თუ იმ საგნიდან რომელიც ყველაზე ადვილია, ოხ ეს დიდები მათ ყველაფერი დალაგებული აქვთ გონებაში და ჩვენგანაც იგივეს ითხოვენ.

და მაინც სკოლა ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია, ჩემი თავშესაფარი, იქ ყველა განსაკუთრებულია, მასწავლებელიც და მოსწავლეც, იცით რა კარგად ვგრძნობ სკოლაში თავს? არ ვიცი ვინ უთხრათ, ან როგორ გაიგეს ჩემმა კლასელებმა ჩემი შაქარბიჭუნად გახდომის ამბავი, მაგრამ ყველა რომ ცდილობდა დამხმარებოდა ამას ყოველთვის კარგად ვგრძნობდი, ჩვენი ყოველი დიდი დასვენება ესეთია: მე შაქრის გაზომმა მიწევს, ვიღებ გლუკომეტრს, კლასელები ჩემს ირგვლივ იკრიბებიან და გამოთქვავენ ვარაუდს თუ რამდენი იქნება ჩემი შაქარი, შემდეგ ვნახულობთ დაფიქსირებულ შედეგს და გვაქვს საერთო რეაქცია, ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, მე ამას ვგრძნობ და მადლობა კლასელებო.

ხოოდა ახლა, როდესაც რამოდენიმე დღეა სკოლა დავამთავრე და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ, როდესაც 18 წელი მისრულდება და შაქარბიჭუნას სტატუსსაც უნდა დავემშვიდობო, გადავწყვიტე მადლობა გადამეხადა ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდით მიდგა, მამხნევებდა, პირველ რიგში მშობლებისთვის, რომლებმაც სწორად გაიგეს და სწორად ამიხსნეს ამ დაავადების არსი, რომლებმაც შეძლეს და თავიანთი ცხოვრება ჩემს გრაფიკზე ააწყვეს.

  მადლობა ჩემს ექიმს, სათნო და კეთილ ქალბატონს, რომელმაც ზუსტად დამანახა ჩემი მდგომარეობა, რომელმაც მასწავლა რომ დიაბეტი არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგრამ თუ ცუდად მოვიქცევით და დავარღვევთ ამ წესებს ის იქცევა დაავადებად, მადლობა მაიკო ექიმო ამისთვის...

მადლობა ჩემს დაიკოს, რომელიც მიტანდა და მიტანს ჩემი პრეტენზიებით, რომელიც უარს ამბობს ტკბილეულის სახლში ჭამაზე რადგან მე ვერ ვჭამ. მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ ერთ გოგონას, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, ჩემს ნაწილს და მომავალს, მადლობა იმისთვის რომ მიმიღო და შემიყვარა ისეთი როგორიც ვარ!...

მადლობა უფალო ყველაფრისთვის, განსაკუთრებით კი იმისთვის რომ ამდენი კეთილი ადამიანი არსებობს ჩემს ირგვლივ, მე მომწონდა ჩემ ბავშვობა, თუმცა ბევრ აკრძალვას იტევდა მაინც ბედნიერი იყო შაქარბიჭუნობის წლები ჩემს ცხოვრებაში.

საღამოს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად აღვნიშნავ დაბადების დღეს, ჩავაქრობ სანთელს და შაქარბიჭუნას სტატუსსაც წარსულს ჩავაბარებ... წინ დიდი გეგმები მაქვს, დიდობა უფრო კარგი იქნება, მე ამის მჯერა....

                                                ლუკა უკვე 18 წლის!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები