ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2022


ფიქრის რუქა

თითქოს არაფერი ისეთი, რომ
ღირდეს ამბის თხრობა დაწვრილებით.
მინდა უმიზეზოდ ვიზეიმო,
თუმცა, ამინდები მაწბილებენ....
მუქ ცას ბრდღვიალა მზე მივახატე,
მერე დავაჯერე ხასიათსაც.
ყველა მეგობარი მოვინატრე,
ხშირად ვერ ვნახულობ, ასეა და...
ცისკენ ავაფრინე ალალი და,
ფრთებზე გამოვაბი ბარათები.
უიმედოდ ყოფნა აღარ მინდა,
კარგს რომ დავიჯერებ, დავლაგდები!
მშვიდი ფიქრის გორგალს გავაგორებ,
რასაც დავთესავ, ხომ იმას ვიმკი...
ცუდზე დარდის მიზეზს რა გამოლევს,
ხოდა, გავამგზავრე კარგზე ფიქრი...
ჩემს თავს იმედის კვერს გამოვუცხობ,
მერე დავაპურებ, ლუკმა-ლუკმა.
სევდას გამოგონილ ზეიმს ვუწყობ,
თვითონ შევუდგინე ფიქრებს რუქა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები