სიკეთესთან მჭიდრო კავშირისთვის გამეტებული ხურდასავით ჩხრიალებს ცხოვრება უმეტესად. იძინებ და გავიწყდება ყველა მიზეზი მოძრაობის, რაც გახდა შენი ორგანული სისტემისთვის სიმძაფრის გამომწვევი, ან დაუზუსტებელი მნიშვნელობიდან გამომდინრე - გადაჭარბებულად საუცხოო. დავიწყება უწონადობაში გადამისამართებული კატეგორიაა, ზემოქმედების ძალებზე დამოუკიდებლად ამყოლი, სიჯიუტის კოეფიციენტით გამკვრივებული, რომელსაც ავარიული კედელივით ვერ ჩამოშლი დაფარულის გამოსაჩენად, რითიც არ უნდა იყოს ნაშენი, ან მოფამფალებული. დავიწყების სისტემური ენა დაბლარულია, გაუფერულების ნაკადით მოტანილი ნაშალისგან შენიღბული შეფარული უმართაობა, რომლითაც სიცოცხლე არ ითარგმნება.