 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 11 დეკემბერი, 2022 |
თოვლი დააწვა სევდიან ქედებს, ხმა დააგუბეს ტყეში ხეებმა, რასაც ნიადაგ ძერწავს ბუნება, ვერ გამოძერწეს ჩემმა ხელებმა.
ის კი შორს იყო, მიმზერდა მუდამ, უკვირდა, - ნაბიჯს არ ვდგამდი მისკენ - თურმე ავდარის შემოხუნება სცოდნია თვალის დაჭერას მზისკენ.
ნეტავი ვიგრძნო რა არის იგი, ჩვეულ ჭირს ლხინად თუ მიქცევს ნეტა?
მგონი ვერასდროს გავხდები მშვიდი...
...ისევ ვერ ვბედავ, რადგანაც ვხედავ...
იმედს ვერასდროს ვლამბავ უმიზნოდ, (გახარებასაც სჭირდება ნიჭი), პარადოქსია, მაგრამ უმისოდ, თავის შეცნობა, ცხადია, მიჭირს.
ზამთრის ტყეს თოვლი ესალბუნება, წელში გადახრის ვითარცა მეძავს, თავისუფლებას ძერწავს ბუნება, ბუნებას თავისუფლება ძერწავს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გმადლობთ, მზია. გმადლობთ, მზია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|