 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 25 დეკემბერი, 2022 |
- კითხვა დაგისვამს პაპავ, ბუნებისთვის? - კი, შვილო. შემოგევლე ჩემო ჭკუის კოლოფო. უფრო მიფიქრია. - მაინცა?! მაიცა გავიხსენო, ჰოო... ბავშვობაში, შენი ტოლისა, რომ ვიყავი მიფიქრია: აი, ახლა თუ რამ დასაცლელი აქვს ცას, დაიცლება და მეტს აღარ იტირებსთქო დარდისგან... - როცა თოვდა პაპა? -არა როცა წვიმდა, მაშინ პაპას ჯიუტო. - მერე, მერე? - რა მერე? ის რომ, როცა შენი ტოლის ვიყავი, მხოლოდ ეს ფიქრი მქონდა და მომწონდა. ბრძენსა მეძახდნენ თანატოლები. ახლა შენ მეძახი ტარზანას, ვირის ფეხავ, მე კი ჭკუის კოლოფას. - გაუღიმა ბალღს, პაპამ და თავზე ეამბორა, თმებიც ცოტათი მოწიწკნა, ახლახანს ცეცხლის ბოლისგან გამურულს. იცი რას გეტყვი ბალღო წვიმაზედ და ცაზე... საინტერესო ისაა ცა რომ მხოლოდ ერთხელ ტიროდეს! იცი რატომ? - რატომ? - უნებლიედ ზეცას ახედა. - მთელი წლის განმავლობაში, რომ: ადამიანთა სევდას, დარდს წუხილს, ტკივილს დააგროვებ, წელიწადში ერთხელ მასაც აეტირება და ყველასგან ნაგროვებ წუხილებს ჰყრიიი თქეშად!. - პაპა, მაგრამ წელიწადში ერთხელ როგორ იწვიმებს განა? - მართალი ხარ, ვერ შეძლებს ჩემო ანგელოზო. ცას ისევე გაუსკდება გული ნაგროვები წუხილებისაგან, როგორც ჩვენ კაცებსა! ამიტომ ტირის დედასავითა! დედა ხომ შენი მფარველია, პაპი? ეგრეა ცა და მისი ცრემლები. ცაში ხომ ღმერთია!... აბა ღმერთს შეუძლია არ იფიქროს ჩვენზე? - არა! - ამიტომ, მიგვცა ოთხი დრო, მსგავსი ადამიანის ოთხი ხასიათისა! - პაპა, ბაბოც, ხომ ზეცაშია? - კი, იქ არის. ყველა წვეთი მოსული მიწაზედ მიწიდან წასული ადამიანებისაა. ფიფქებიც ისინი არიან, ნიავიც. - ქარუშხალი? - ქარიშხალი და სხვა სტიქიები... ამ დრო ჩვენზე ბრაზობენ. ჩვენ უღმერთობაზე პაპავ! - კი, ჭკუის კოლოფო! - მიდი, ხელი მომკიდე. ამაყენე მე ბებერი ტარზანი. - თეთრ წვერ-ულვაშს თითები გადაუსვა, შემდეგ დარდით დაპენტილი დაუვარცხნელი გავლილი ცხოვრების მსგავსი ფაფარი შეისწორა. ფიქრებში ისევ შვილი და რძალი მოიგონა, რომლებიც დღეს სახლში არ არიან, შვილს კი შორიდან ტელეფონით უცქერენ და ეფერებიან... - წავედით, პაპავ. - სად? - მე დავიძინებ, შენ კი გოგიასთან ითამაშე. იცოდეთ არ იეშმაკოთ. ხომ იცი, სიზმარშიაც კი გხედავ რას აკეთებ. - დავიჯერე... - ბავშვობას ისე არაფერი ამშვენებს, როგორც უდარდელი სიცილი. წავიდა და დაიძინა პაპამ. წავიდა პაპა სასეირნოდ ოთხ დროში...
გიგო რიონელი ქართველი 1.11.2022 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|