 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 13 დეკემბერი, 2022 |
სიყვარული ჩემთვის იგივეა, რაც ფრანგებისთვის ედიტ პიაფის შემოქმედება!
სიყვარულზე ყოველთვის გალაკტიონის ლექსი „უსიყვარულოდ“ და პეტრე ბაგრატიონ - გრუზინსკის ეს სიტყვები მახსენდება:
„პირველ სიყვარულს თავისი დრო აქვს, უკანასკნელს კი არა აქვს ვადა“.
პირველი სიყვარული პირველ კლასში მეწვია. პირველი სიყვარული ყოველთვის დაუვიწყარია. მე შეიძლება ყველაფერი დამავიწყდეს, მაგრამ ჩემი პირველი სიყვარული არასოდეს დამავიწყდება.
ეს ჩემი ლექსი სწორედ ჩემივე სიტყვების დადასტურებაა:
ჩემს მიწაზე ისეთი გოგონები დადიან, სიტყვის უთქმელადაც კი მათი კოცნა მწადია.
მაგრამ განსაკუთრებით ერთს ვაფასებ ძალიან, რადგან ჩემი პირველი სიყვარულის ალია.
ბავშვობიდან ორთავეს სიყვარულით გვივლია, გზები ძნელად სავალი რწმენით გამოგვივლია.
დავიწყება მე მისი ახლაც არ შემიძლია, ისე შემყვარებია, ვით ონისეს ძიძია.
ჩემს მამულში მზის დარი გოგონები არიან, მაგრამ ჩემთვის ის ერთი სიყვარულის ალია.
კარგი რამ არის ახალგაზრდობა: ბავშვობა, სკოლა, ინსტიტუტი, შეყვარებულობის პერიოდი, სიყვარულის ცეცხლი, მეგობრები, ცეკვები, ტემპერამენტი. სანამ ახალგაზრდა ხარ, ცა ქუდად არ მიგაჩნია, დედამიწა ქალამნად.
შოთა ნიშნიანიძის სიტყვები მახსენდება:
,,სანამდე ახალგაზრდა ვარ, სანამდე მუხლში ძალა მაქვს, ცა ქუდად არ მიმაჩნია და დედამიწა ქალამნად“.
საოცარი რამ არის პოეზია, ანდამატივით იზიდავს ადამიანს, ისევე როგორც სილამაზე...
მიყვარს სილამაზე, ანდამატივით მიზიდავს, განსაკუთრებით ლამაზი მანდილოსანი. როდესაც ლამაზ მანდილოსანს, ლამაზ ქალს ვხედავ, გული სიამით მევსება. არაფერი სჯობს სილამაზის ცქერას. პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს ნათქვამი:
,,სილამაზე ცქერით როდი გაცვდება“... მართლაც ასეა!
სიტყვა „ლამაზმანი“ ქართულ სალიტერატურო ენაში შოთა რუსთაველმა დაამკვიდრა (,,ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები“...) ხოლო გავრცელებით იოსებ გრიშაშვილმა გაავრცელა:
,,სადა ხართ, ლამაზმანებო, მოდით, დამათვრეთ ბუნებით. ამივსეთ ტუჩის ყულაბა მაგ კოცნის უზალთუნებით.
თორემ ვბერდები... და გულმაც ლოდინის შხამი დალია. ჰაუ, რა კარგი დღე არის! ჰაუ, რამდენი ქალია!“
დაბოლოს, ჩემივე სტრიქონებით მინდა დავასრულო:
უხმოდ მივყვები ძნელად სავალ გზებს, თუმც კვლავ ღია მაქვს გულის კარები, ვიდრე ვარსებობ ამ ქვეყანაზე, მეც მიზიდავენ ლამაზმანები.
ოთარ რურუა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
1. ღმერთმა ბედნიერი სიყვარული გარგუნოს. ღმერთმა ბედნიერი სიყვარული გარგუნოს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|