ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
19 დეკემბერი, 2022


თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა

#დილაუზმოს_ფიქრებიდან

“თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა”

    შეიძლება თუ არა მხატვრული  ნაწარმოებიდან რომელიმე პერსონაჟის მიერ გამოთქმული აზრის პირდაპირ ცხოვრებაში წესად გადმოტანა, მეტიც,  საზოგადოებრივ  ნორმად, პრინციპად დასახვა?
    აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, თუ რომელი მხატვრული მეთოდის, სკოლის კონტექსტშია მოსააზრებელი ტექსტი, საიდანაც ეს აზრია ,,გაციტატებული”?
- ამ და სხვა მსგავს კითხვებს აღმიძრავს ერთ შემთხვევაზე ფიქრი.

    “დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისაო” - ხშირად გაისმის ჩვენში.

    ჩემი ფიქრით, აუცილებელია, გავიხსენოთ, რომ ამას ამბობს  არა ავტორი, არამედ მისი პერსონაჟი - ქისტი ჯოყოლა(!!)
    ხომ არ მეშლება?
    ლიტმცოდნეობითი აქსიომაა:
    ავტორი და მისი პერსონაჟი, რაოდენ ახლოსაც არ უნდა მოჩანდნენ ისინი,  იგივეობრივნი - ვერასოდეს იქნებიან, თვით ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებშიც კი.
    მოდით, აქ  შევწყვიტოთ თეორეტიზირება და კონკრეტულ საკითხს ასე შევხედოთ:

    სადღაც, კავკასიის მთიანეთში გასულ საუკუნეებში ან იქნებ ახლაც გავრცელებული სტუმარ-მასპინძლობის წესები - რომელიც ვაჟამ შესანიშნავად გამოსახა,  რატომ  უნდა იყოს  გასათვალისწინებელი და სავალდებულო ვინმესთვის - მაგალითად, ოცდამეერთე საუკუნის “ფეისბუქელისთვის”?
    ვაჟა არ იყო სოციალისტური რეალიზმის წარმომადგენელი, რათა, მარტივად რომ ვთქვათ, აესახა ტიპობრივი გმირი - ტიპობრივ გარემოში”.
    ამის საპირისპიროდ, იგი იყო რომანტიკოსი, რომელიც გამოსახავდა, ასევე მარტივად ვთქვათ,  უნიკალურ გმირს-  უნიკალურ გარემოში.

  უნიკალურობას - როგორც კი ნორმად დავისახავთ,  გატიპიურებას მოვუნდომებთ, ამით არსს გამოვაცლით, მოვსპობთ მას, როგორც რამ უნიკალურობას.
    და რაც მთავარია, რამდენიმე საუკუნის წინანდელი უნიკალური პერსონაჟის - ქისტი ჯოყოლას, ,,სტუმარ-მასპინძლის” გარდა, ვაჟას კალამს სხვა გენიალური პოემებიც ეკუთვნის,  მაგალითად, “ბახტრიონი”…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები