 | ავტორი: მზიანე ჟანრი: პროზა 14 დეკემბერი, 2022 |
შეხვედრა
ეპიზოდი პირველი:
-ასეთები უნდა მიაყენო და დაბრიდო, ამის ფიდარასტი დედა....- ბირჟაზე უსაქმურად მდგომებიდან ერთ-ერთმა უწმაწურად შეიგინა და დაურიდებლად წაიწია ბენდერაწაკრული ახალგაზრდისკენ, რომელსაც სპორტული ჩანთა მხარზე მსუბუქად მოეგდო.დაღლილობა კი ფერმკრთალი ღიმილით შეეფუთა. -არ გინდა- ხელი დაუკავა გვერდით მდგომმა შფოთისმაძიებელს- გიჩივლებს, არ იცი ამათი ამბავი? მაგრამ ვერ შეძლო მისი შეკავება - მოქნეული მუშტი სამიზნეს წამის უსწრაფესად მიეწია. მამაკაცს გახეთქილი წარბიდან სისხლი თქრიალით წამოსკდა. -შეეშვი შე ჩემა, ვერ ხედავ, კარატისტი ყოფილა - შავ ქამარზე ანიშნა მეგობარმა მოშარეს. -შენ თითონაც არ იცი ახლა რა გინდა ძმაო ან რა გაღიზიანებს. თან არ ღირს ხელის გასვრა, იქნებ უფრო გონებაგანათებულზე შეგვახვედროს განგებამ-ჩაილაპარაკა ახალგაზრდამ და გზა განაგრძო.
ეპიზოდი მეორე:
-სასწრაფოდ ლევან ექიმს დაურეკეთ, უმძიმესი პაციენტი შემოიყვანეს, ბავშვია... -ორი დღე და ღამე გადაბმულად იმუშავა და დღეს ისვენებს-ჩაილაპარაკა მედდამ. -დაურეკეთ, აუხსენით მდგომარეობა და მოვა...ვიცი, რომ აუცილებლად მოვა...
ეპიზოდი მესამე:
საოპერაციოდან გამოსულს არაქათი აღარ ჰქონდა.დაცვარული შუბლი მოიწმინდა და იქვე ჩამოჯდა. -ექიმო, თქვენი ხელების ჭირიმე, ხომ გადამირჩენთ შვილს?-სასოწარკვეთილი, მობუზული და ერთ მუჭად ქცეული, გასაცოდავებული მამა შიშჩამდგარი თვალებით შეჩერებოდა. მერე იქვე მუხლებზე დაეცა და ქვითინი აუვარდა. ლევანი წამოიმართა, კაცსაც ხელი შეაშველა და წამოდგომაში მიეხმარა. ექთანს მოწოდებული ,,სანტავიკი" გამოართვა და ნაიარებ წარბზე ძველი ახლით შეცვალა. სასოწარკვეთილ და გაოგნებულ მამას მხოლოდ ერთი წამით გაუსწორა მზერა, საყურეს გამოდებული პირბადე ფრთხილად მოიხსნა და დერეფანს უხმოდ გაუყვა....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა მუხა,მანანა. მადლობა მუხა,მანანა.
3. მრავლისმთქმელია მრავლისმთქმელია
1. ეს პატარა ნოველა დაახლოებით ერთი წლის წინ მედო,წავშალე და მცირედით კორექტირებული ისევ დავდე,რადგანაც ეს სივრცე ჩემი პატარა ლიტერატურული ,,საკუჭნაოა". ეს პატარა ნოველა დაახლოებით ერთი წლის წინ მედო,წავშალე და მცირედით კორექტირებული ისევ დავდე,რადგანაც ეს სივრცე ჩემი პატარა ლიტერატურული ,,საკუჭნაოა".
|
|
მონაცემები არ არის |
|
|