#ლექსები
ნინო დარბაისელი
წარღვნა
ერთხელაც, როცა წარღვნამ უკვე გადაიარა, და კიდობნიდან მიწას როცა დაუბრუნდა ადამიანი და მასთან ერთად ცხოველთა და მფრინავთა და მხოხავთა და მცოცავთა და მთელი სამყარო, ნოე დათვრა და ტანთგახდილი უგონ-უგვანოდ, უმწეოდ ეგდო.
და რა იხილა ძემან მისმან, სახელად ქამმა, ძმებს უხმო თვისას და დაანახვა იმისი სირცხვილ-სარცხვინელი და მაშინ თურმე სამარადისოდ დაწყევლა მამამ…
ყველაზე მეტად მე მეშინია წყევლის ამგვარის. ანგელოზობას ვით შევიძლებდი ადამიანი, სატყუარისთვის იქნებ უარი ბევრჯერ არც მითქვამს, მაგრამ ყოველთვის, უკიდურეს საცდურს როცა შევეყრებოდი, მახსენდებოდა წარღვნა, ნოე, წყევლის შიში და ფიქრი, ფიქრი- შეგონება, ჩემს უკეთურ არსებაში ვერცხლის ზოლივით ჩატანებული, რომ არის რაღაც, რაც არასოდეს, არასდროს უნდა ჩაიდინო და არც სხვისი არ მოიწონო, არც გაუჩუმდე, რადგან რაც ხდება, ამსოფლის უფალს ყველაფრისათვის დასჭირდება პატიოსანი - მდუმარედ მცქერი.
ყორანს - ვერასდროს, მხოლოდ მტრედს მოაქვს ზეთისხილის ტოტი - ნისკარტით და ისიც - არა პირველ ჯერზე, მოგვიანებით, მაგრამ ხომ მოაქვს!
ზეთისხილი - მომწარო, მაგრამ მაწიერი, მძიმე ხილია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. აქ მინდოდა კიდევ დამეწერა, რომ ლოთის საკუთარი სახელი, სავარაუდოდ, განზოგადდა და ძალიან მსმელ ადამიანს ეწოდა.
აქ მინდოდა კიდევ დამეწერა, რომ ლოთის საკუთარი სახელი, სავარაუდოდ, განზოგადდა და ძალიან მსმელ ადამიანს ეწოდა.
3. მომეწონა. ბოლოში გამიჩნდა კითხვა: რატომ არის მძიმე ხილი? თითქოს არ მემძიმება. კარგი
მომეწონა. ბოლოში გამიჩნდა კითხვა: რატომ არის მძიმე ხილი? თითქოს არ მემძიმება. კარგი
2. მადლობა მუხა საყვარელო! ბარბალობას გილოცავ! მადლობა მუხა საყვარელო! ბარბალობას გილოცავ!
1. ძალიან, ძალიან მომეწონა ძალიან, ძალიან მომეწონა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|